Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი

Billboard-ი კვირის აქტუალურ რელიზებს წარმოგიდგენთ.
Tame Impala
JULIAN KLINCEWICZ

Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველ კვირას აჯამებს იმ რელიზებს, რომლებიც, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ყველა ფლეილისტში გაჩნდება.

Tame Impala – Deadbeat

Tame Impala-მ ბოლო წლებში თავისი მუსიკა უფრო რითმულ, სოულზე დაფუძნებულ ჟღერადობამდე მიიყვანა. თუმცა ჯგუფის ახალი ალბომის – Deadbeat-ის პირველი Hot 100-ის ჩარტის ჰიტი Dracula კლუბური ჟღერადობის სიმღერაა. მიუხედავად ამისა, ტექსტი ემოციურად აღქმადია, ხოლო ჟღერადობაში გამოკვეთილია ბიტები და მელოდიური სივრცეები, რომელშიც ჯგუფის ვოკალისტი კევინ პარკერი თავს კომფორტულად გრძნობს.

Joji – Pixelated Kisses

Joji-ს ახალი სიმღერა სიყვარულზეა, რომელთანაც მანძილები აშორებს. ტრეკი მელოდიურად მძიმე ბასზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი ახალი სიმღერაა ბოლო სამ წელიწადში და სულ 1:50 წუთს გრძელდება, Pixelated Kisses მაინც ახსენებს მსმენელს, რატომ ენატრებოდათ Joji და რატომ ღირს მისი დაბრუნების მოლოდინი.

5 Seconds of Summer – Boyband

ჯგუფის შესახებ ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა 5 Seconds of Summer „ბოიბენდი”. ახალი სიმღერით კი ჯგუფი თითქოს თვითონვე იუმორით ეხება ასეთ რეპუტაციას. ტექსტში აშკარაა ირონია – წევრები თითქოს თან ეთანხმებიან ამ განსაზღვრებას და თანაც ირიბად უარყოფენ. საბოლოოდ, პასუხი მაინც გაურკვეველია, თუმცა სიმღერა ენერგიულობით გამოირჩევა. 

ჩარლი პუთი – Changes

ახალ სიმღერაში lChanges ჩარლი პუთი ურთიერთობაში გაჩენილ დისტანციაზე მღერის. ტექსტის სევდიან თემასთან კონტრასტს ქმნის პოზიტიური, ენერგიული მელოდია. მუსიკალურად სიმღერა ასოცირდება სტივი უინდვუდის Higher Love-თან, თუმცა ხასიათდება თანამედროვე ჟღერადობით. სიმღერის პროდიუსერი  The 1975-ის წევრი ჯორჯ დანიელია. სიმღერაში პუთი თავის მუსიკალურ ცოდნას კიდევ ერთხელ ამჟღავნებს და ე.წ. პრე-ბრიჯად სვამს პიანინოს სოლოს, რომელიც 80-იანი წლების პოპ-როკის ეპოქას გვახსენებს.

ტედი სვიმსი – You’ve Got Another Thing Coming

თუ ფიქრობდით, რომ ეს Judas Priest-ის ქავერი იქნებოდა, შეცდით. ტედი სვიმსის ახალი ტრეკი Netflix-ის სერიალიდან – Nobody Wants This, სოულისა და პოპის ჟღერადობით გამოირჩევა. სიმღერაში მსმენელს მდიდარი ორკესტრაცია ხვდება. სვიმსი ისე ახერხებს ემოციების გადმოცემას, რომ სიმღერა დამთრგუნველი არ არის. 

მორგან უოლენი – Graveyard Whistling

მორგან უოლენი იშვიათად ასრულებს ქავერებს, ამიტომ მისი ახალი სინგლი Graveyard Whistling  მოულოდნელი რელიზია. სიმღერის თავდაპირველი ვერსია 2014 წელს ჩაიწერა და ის Nothing But Thieves-ს ეკუთვნის. ახლა კი უფრო დიდ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. სიმღერის ენერგიული, გამოკვეთილი კულმინაცია უოლენს საშუალებას აძლევს, სხვა კუთხით წარმოაჩინოს თავი – უფრო მაღალი ტონალობითა და ემოციურობით, ვიდრე წინა ალბომში. შესაძლოა, ეს მისი სტილისთვის სრულად ავთენტური არ იყოს, მაგრამ შედეგი საინტერესოა და არტისტს უფრო არაპროგნოზირებად მუსიკოსად წარმოაჩენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE

სინდი ლოპერის თქმით, როცა გრეისი აბრამსის ეს სიმღერა პირველად მოისმინა, ატირდა

შემდეგი სტატია

Tamada-ს კონცერტს Homeland-ის და And Just Like That-ის ვარსკვლავი, სარიტა ჩოდჰერი დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი