კევინ ფედერლაინის ხმაურიანად დაანონსებული მემუარების პარალელურად, ბრიტნი სპირსი საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ იხსენებს

სპირსი წერს, რომ წიგნის – The Woman in Me-ს მიღმა დარჩა უამრავი მტკივნეული დეტალი, რომელთა გაზიარებაც მისთვის კვლავ რთულია.
ბრიტნი სპირსი
Anthony Harvey/Getty Images

ბრიტნი სპირსი აგრძელებს ყოფილი მეუღლის, კევინ ფედერლაინის მომავალი მემუარების გამოშვების პარალელურად საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას. წიგნი, სახელწოდებით You Thought You Knew, უკვე დიდი ყურადღების ცენტრშია, რადგან ავტორი მასში პირად ისტორიებს ჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ სპირსი საჯაროდ არ ახსენებს ფედერლაინის სახელს, 19 ოქტომბერს მის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი ბევრმა სწორედ ამ წიგნზე რეაქციად მიიჩნია.

პოსტი დაიწყო 2014 წლის ფილმზე, Maleficent-ზე საუბარით. სპირსი იხსენებს სცენას, სადაც მთავარ გმირს ფრთებს კვეთენ და ამ ამბავს ის საკუთარ გამოცდილებას უკავშირებს. ის იხსენებს მძიმე პერიოდს, როდესაც მეურვეობის პერიოდში თავისუფლება დაკარგა:

„ჩემს წიგნში ვახსენებ, რომ ოთხი თვის განმავლობაში პირადი სივრცე არ გამაჩნდა. არ მქონდა უფლება, მემოძრავა ან საკუთარ სხეულზე კონტროლი მქონოდა. ეს ჩემთვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი ტკივილიც იყო,“ – წერს სპირსი.

მომღერალი ამბობს, რომ მისი ბესტსელერ წიგნის –  The Woman in Me-ს მიღმა დარჩა უამრავი მტკივნეული დეტალი, რომელთა გაზიარებაც მისთვის კვლავ რთულია. პოსტს თან ერთვოდა ფოტო, სადაც სპირსი ცხენზე ზის.

ბრიტნის თქმით, მეურვეობის 13-წლიანმა პერიოდმა (რომელიც 2021 წლის ნოემბერში დასრულდა) მის სხეულზე მძიმე კვალი დატოვა:

„ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული მაშინ სრულიად განადგურდა. ხუთი თვის განმავლობაში ვერ ვცეკვავდი და ვერ ვმოძრაობდი,“ – წერს ის.

სპირსი აღნიშნავს, რომ ცეკვა მისთვის თვითგამოხატვისა და „თავისუფლების დაბრუნების“ გზა გახდა. ასევე ახსენებს შვილებს – ჯეიდენსა და პრესტონს. 

ფილმთან პარალელის გავლებისას სპირსი წერს, რომ მალეფისენტის მსგავსად, მასაც „ფრთები მოაჭრეს“. ის ამატებს, რომ წარსულში თავის ტრავმა გადაიტანა: „მგონია, რომ დიდი ხნის წინ თავის ტვინის დაზიანება მივიღე. მაგრამ ამ ყველაფერს უკვე მოვერიე და მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ,“ – წერს ბრიტნი, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის მოხდა ეს.

პოსტის ბოლოს სპირსი თითქოს სარკასტულად ამატებს: „დღემდე ვერ დავფრინავ ისე, როგორც ადრე… როგორ ფიქრობთ, თუ ვატიკანში წავალ, რამე საინტერესო ხომ არ მელოდება იქ?“

ასე მიუთითებს ის ფედერლაინის წიგნში გავრცელებულ სკანდალურ ბრალდებებზე – თითქოს სპირსი ორსულობის დროს ღვინოს სვამდა და ძუძუთი კვების პერიოდში ნარკოტიკებს იღებდა.

„მგონია, რომ უკვე დროა, მოვყვე საკუთარი ისტორია, რადგან იმ სისულელეების ფონზე, რაც ჩემზე იწერება, მინდა რაღაც რეალური ვთქვა,“ – წერს ის.

ეს პოსტი იმ განცხადების გაგრძელებაა, რომელიც სპირსმა რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა და სადაც ამტკიცებდა, რომ ფედერლაინი მისი განსაცდელისგან სარგებელს იღებს: „ადამიანები, რომლებიც ჩემს ისტორიაზე ფულს შოულობენ, ცდილობენ, დამაჯერონ, რომ მე ვარ ცუდი,“ – წერდა სპირსი. „მაჩვენე, ღმერთო, რომ უპირობო სიყვარული არსებობს და რომ მეც შემიძლია ვიყო არა იდეალური, არამედ ნამდვილი .“

სპირსის წარმომადგენლებმა უკვე გააკრიტიკეს ფედერლაინის მემუარიდან გავრცელებული ისტორიები და აღნიშნეს, რომ ის კვლავ ცდილობს მის ხარჯზე სარგებლის მიღებას მას შემდეგ, რაც შვილებისთვის ალიმენტების გადახდა შეწყდა. „ბრიტნისთვის მთავარი მხოლოდ შვილების – შონ პრესტონისა და ჯეიდენ ჯეიმსის  კეთილდღეობაა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შაბათ-კვირას სპირსმა ინსტაგრამზე ასევე გამოაქვეყნა ძველი ფოტო ტაძრის ინტერიერით და გააზიარა ბოლო სიტყვები, რომლებიც მისმა ბაბუამ უთხრა სიკვდილის წინ: „დამპირდი, რომ არ მიაქცევ ყურადღებას, თუ რას იტყვიან ადამიანები. სამყარო შეიძლება ძალიან ბოროტი იყოს, მაგრამ შენ უნდა დარჩე უშიშარი.” 

სპირსი წერს, რომ ახლა უკეთ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა: „მან მითხრა – ზემოთ აიხედე, ჩემო ძვირფასო შვილო, მე ზუსტად გეტყვი, როგორ მოიქცე.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg-მა „ვოისში” თავისი პირველი “მოპარვის” ღილაკი გამოიყენა

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძე გერმანიის ქალი პროდიუსერის ჯილდოს მფლობელი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი