ნინი ნუცუბიძე გერმანიის ქალი პროდიუსერის ჯილდოს მფლობელი გახდა

დაჯილდოება Sony Music Germany-სა და Music Women Germany-ს ორგანიზებით იმართება.

ნინი ნუცუბიძე ქალი პროდიუსერის ჯილდოს (Female Producer Prize) მფლობელი გახდა. ღონისძიება ყოველწლიურად გერმანიაში Sony Music Germany-სა და Music Women Germany-ს ორგანიზებით იმართება. 

წელს ბერლინმა რიგით მეოთხე ცერემონიას უმასპინძლა, სადაც დაჯილდოვდნენ როგორც პროდიუსერები, ასევე კომპოზიტორები. 280-მდე აპლიკაციიდან ჟიურიმ ჯამში ექვსი გამარჯვებული შეარჩია, რომელთა შორისაც ქართველი მუსიკოსიც მოხვდა. ნინი ნუცუბიძე მუსიკალური პროდაქშენის კატეგორიაში დაჯილდოვდა. 

„ჩემთვის დიდი პატივია, გერმანიის ქალი პროდიუსერის გამარჯვებულთა შორის ყოფნა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ,” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში. 

ღონისძიებასა და მის გამარჯვებულებს პოსტები მიუძღვნა Sony Music Germany-მაც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კევინ ფედერლაინის ხმაურიანად დაანონსებული მემუარების პარალელურად, ბრიტნი სპირსი საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ იხსენებს

შემდეგი სტატია

ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი ჯონ უილიამსონი ანტიიმიგრაციის აქციაზე მისი სიმღერის გამოყენებას აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი