ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი ჯონ უილიამსონი ანტიიმიგრაციის აქციაზე მისი სიმღერის გამოყენებას აკრიტიკებს

„True Blue არის სიმღერა ყველა ავსტრალიელისთვის და არ უნდა გამოიყენონ ისეთმა ჯგუფებმა, რომლებსაც საზოგადოების დაყოფა სურთ,” – დაწერა უილიამსონმა სოციალურ ქსელში.
ჯონ უილიამსონი
ANNA WARR

ავსტრალიური „ბუშ-მუსიკის”, იგივე ქანთრი მუსიკის ლეგენდამ, ჯონ უილიამსონმა საჯაროდ გააკრიტიკა ანტიიმიგრაციის მასშტაბური აქცია, სადაც მისი ცნობილი სიმღერა „True Blue“ თანხმობის გარეშე გააჟღერეს.

19 ოქტომბერს ათასობით ადამიანი ავსტრალიის რამდენიმე დედაქალაქში, „March for Australia“-ს სახელით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. შეკრებილმა მოქალაქეებმა ავსტრალიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის პოლიტიკა გააპროტესტეს. როგორც თავად უილიამსონი ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი მუსიკა უნებართვოდ გამოიყენეს.

„True Blue არის სიმღერა ყველა ავსტრალიელისთვის და არ უნდა გამოიყენონ ისეთმა ჯგუფებმა, რომლებსაც საზოგადოების დაყოფა სურთ. მე მჯერა მრავალკულტურული საზოგადოების, სადაც ყველა ავსტრალიელი ერთიანდება ჩვენი უნიკალური კულტურისა და თავისუფლებების გარშემო,” – დაწერა უილიამსონმა სოციალურ ქსელში. 

დაახლოებით ათი წლის წინ არტისტმა გააკრიტიკა კონსერვატიული ღონისძიებების ორგანიზატორები, რომლებიც მის ცნობილ სიმღერას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ. 2015 წელს მან  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „True Blue“ სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის Reclaim Australia-ს მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ჟღერდებოდა მისი თანხმობის გარეშე. მაშინ უილიამსონმა აღნიშნა: „მე მირჩევნია, ეს სიმღერა ჩვენი დიდი ქვეყნის ერთიანობის აღსანიშნავად გამოიყენონ. რა იქნება, გავმართოთ აქცია, რომელიც სიყვარულს ეძღვნება? მოდით, ვნახოთ, ვინ მოვა.”

უილიამსონი ცნობილი მუსიკოსი და ბუნების დამცველია და უკვე 50 წელზე მეტია, სცენაზეა. 79 წლის არტისტს 5 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. წლების განმავლობაში მან მოიპოვა 28 „Golden Guitar“-ის ჯილდო, 4 ARIA Award (ავსტრალიური ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მუსიკალური ჯილდო) და 1992 წელს  გახდა Order of Australia-ს წევრი. მას ეს სტატუსი ავსტრალიური ქანთრი-მუსიკისთვის გაწეული სამსახურისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის მიენიჭა.

უილიამსონმა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზეც იმღერა, ხოლო 2010 წელს ARIA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.

1982 წელს გამოსვლის შემდეგ, True Blue ავსტრალიური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მას ხშირად უკრავენ სპორტულ ღონისძიებებსა და ცერემონიებზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძე გერმანიის ქალი პროდიუსერის ჯილდოს მფლობელი გახდა

შემდეგი სტატია

YUNGBLUD-ის თქმით, ბებია ატყუებდა, რომ მისი ბაბუა როდ სტიუარტი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი