YUNGBLUD-ის თქმით, ბებია ატყუებდა, რომ მისი ბაბუა როდ სტიუარტი იყო

„ბებია ყოველთვის დიდი ფანტაზიის მქონე ქალი იყო” – აღნიშნა მუსიკოსმა.

როდ სტიუარტს ნამდვილად ჰყავს შვილიშვილები, მაგრამ YUNGBLUD მისი შვილიშვილი, ცხადია, არ არის, მიუხედავდ ამისა, მუსიკოსს წლების განმავლობაში ასე ეგონა. 

როკ-მუსიკოსმა ეს ამბავი 21 ოქტომბერს, Capital FM-ის ეთერში სტუმრობისას მოჰყვა. YUNGBLUD-ს დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ეგონა, რომ ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი როდ სტიუარტი მისი ბაბუა იყო.

„დედაჩემს მამა არასოდეს ჰყოლია, ბებია ყოველთვის დიდი ფანტაზიის მქონე ქალი იყო და აშკარად ხშირად მატყუებდა. ბავშვობაში, როცა ფეხებს მბანდა, მეუბნებოდა, რომ როდ სტიუარტი ბაბუაჩემი იყო. დაახლოებით 9 წლის განმავლობაში მჯეროდა, რომ ის ნამდვილად ბაბუაჩემი იყო.” – იხსენებს სიცილით მუსიკოსი. 

სიმართლე კი მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა ბებიასთან ერთად სურსათის მაღაზიაში იმყოფებოდა.

„მახსოვს, სალაროსთან როდ სტიუარტის დისკი ავიღე, ცრემლები მომადგა და ვკითხე ბებიაჩებს: „ბებო, ბაბუა როდის დაბრუნდება?” – გარშემო ყველამ სიცილი ატეხა, იმ დღეს გავიგე, რომ როდ სტიუარტი სინამდვილეში ბაბუაჩები სულაც არ ყოფილა.” – ამბობს YUNGBLUD.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებს შორის ნათესაური კავშირი არ არის, ამ ამბის გავრცელების შემდეგ როდ სტიუარტი მზად არის, YUNGBLUD ოჯახის წევრად მიიღოს. ლეგენდარულმა როკშემსრულებელმა ახალგაზრდა მუსიკოსს გულთბილი პირადი შეტყობინება გაუგზავნა: „კარგი, ჩემო პატარა შვილიშვილო!” – მომწერა მან და მე ვთქვი, ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს მართლა როდ სტიუარტია.”

ინტერვიუ YUNGBLUD-ისა და Aerosmith-ის თანამშრომლობის შემდეგ, სიმღერა My Only Angel-ის გამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე გამოქვეყნდა. სიმღერამ  Billboard-ის Hot Hard Rock Songs-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ტრეკი კი მათ ერთობლივ EP-ში შევა, რომელზეც მუსიკოსები ამჟამად მუშაობენ.

ნახეთ YUNGBLUD-ის ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი ჯონ უილიამსონი ანტიიმიგრაციის აქციაზე მისი სიმღერის გამოყენებას აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

ლიზა ბათიაშვილი ზალცბურგის Mozarteum University-ს პროფესორი გახდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი