ჯორჯ კლუნიმ გაიხსენა შემთხვევა, როცა ფრენკ სინატრამ გაკიცხა

„ის შესანიშნავი ადამიანი იყო. წარმოგიდგენიათ, ფრენკ სინატრამ დამიყვირა!” – გაიხსენა ჯორჯ კლუნიმ სიცილით.
ჯორჯ კლუნი 2018 წლის 7 ივნისი, ჰოლივუდი, აქსელ ბაუერ-გრიფინი / FilmMagic
ჯორჯ კლუნი 2018 წლის 7 ივნისი, ჰოლივუდი, აქსელ ბაუერ-გრიფინი / FilmMagic

ჯორჯ კლუნი ჰოლივუდის ადრეული წლებიდან, კარიერის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მომენტს იხსენებს, როდესაც ლეგენდარულმა ფრენკ სინატრამ გაკიცხა.  23 ოქტომბერს მსახიობი ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის, Jey Kelly-ს პრემიერას ესწრებოდა, სადაც გაიხსენა პერიოდი, როცა ჯერ კიდევ ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.  ამ დროს იგი შემთხვევით მუსიკის ლეგენდებს, ფრენკ სინატრასა და ტონი ბენეტს  შეხვდა.

„მახსოვს, დეიდაჩემის, როზმარის მძღოლი ვიყავი, როცა ის მომღერალი იყო. ბავშვობაში კარგად არ ვიცნობდი, რადგან კენტუკიში ვცხოვრობდი, ის კი ჰოლივუდში. ასე რომ, როცა სამუშაოდ ჩამოვედი, მისი მძღოლი გავხდი.“  – უამბო ჯორჯ კლუნიმ ჟურნალ People-ს. 

ამ პერიოდში კლუნი ხშირად ხვდებოდა მუსიკის უდიდეს სახეებს:  ტონი ბენეტს, ფრენკ სინატრას და სხვებს.

„ფრენკ სინატრა და ტონი ბენეტი სხვადასხვა ადგილას დამყავდა, ერთი წლის განმავლობაში ამ შესანიშნავ მომღერლებთან მომიწია ყოფნა და  წარმატებისა და წარუმატებლობის მართლაც შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე.” – აღნიშნა მსახიობმა.

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შემთხვევა თავად ფრენკ სინატრას უკავშირდება, როცა მომღერალი ჯორჯ კლუნზე გაბრაზდა. მსახიობის თქმით, სინატრამ მას აღელვებულმა დაურეკა. იმ პერიოდში ჯორჯ კლუნი პრესის თავისუფლების დამცველი იყო და მედიის ბოიკოტს ხელმძღვანელობდა, ფრენკ სინატრა კი ამ პროცესებით აღფრთოვანებული არ იყო. იმ დროს ხალხი ფიქრობდა, რომ სინატრა ავადმყოფობდა, ჟურნალისტები კი მის სახლს ვერტმფრენით უთვალთვალებდნენ.
ფრენკ სინატრამ დამირეკა და მითხრა: „ის, რასაც აკეთებ, არ მუშაობს!“ – თქვა ჯორჯ კლუნიმ, შემდეგ კი ღიმილით დაამატა: ,,შესანიშნავი იყო, მან გამკიცხა, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. წარმოგიდგენიათ, ფრენკ სინატრამ დამიყვირა” –  აღნიშნა მსახიობმა სიცილით. 

მოგვიანებით, როდესაც ჯორჯ კულნმა ოსკარი მიიღო, ადრეული გამოცდილების მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამ პერიოდმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი წარმატებული კარიერა, განსაკუთრებით კი რეალობასთან მჭიდრო კავშირმა იქონია მასზე გავლენა.

„ჩემი მეგობრების უმეტესობა, ვისთანაც 40 წელზე მეტია, ვმეგობრობ, ვის დივანზეც მეძინა,  როცა გაკოტრებული ვიყავი, ყოველთვის მხარში მედგნენ. როდესაც ადამიანები მადიდებენ, ისინი პირველები მახსენებენ, რომ ყველაფერი სერიოზულად არ უნდა აღვიქვა.”  – ამბობს ჯორჯ კლუნი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

IOVELI – ახალი ქართული მუსიკალური პროექტის, STATION 7-ის სადებიუტო ალბომი 

შემდეგი სტატია

ეკატერინე ბუაჩიძე „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი