IOVELI – ახალი ქართული მუსიკალური პროექტის, STATION 7-ის სადებიუტო ალბომი 

STATION 7 სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელს აერთიანებს.
STATION 7
ფოტო: გიორგი კოლბაია/პოსტერის დიზაინი: ლუკა ზარანდია

STATION 7 ქართველი არტისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც დროდადრო  მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა და სადებიუტო ალბომი, IOVELI გამოსცა. კოლექტივის წევრები არიან: გიორგი კვირკველია – პროდიუსერი, ბასი, გიტარა, კლავიში; თათია ტაბატაძე – ტექსტი, ვოკალი, კლავიში; ესო ჯღამაძე – ტექსტი, ვოკალი; ჯამბაკურ ბაქრაძე – ტექსტი, ვოკალი; სოფიკო გვიმრაძე – ტექსტი, ვოკალი; სოფო კობერიძე – კლავიში და Memotech – გიტარა.

პროექტის ინიციატორი გიორგი კვირკველიაა. IOVELI-ს ამბავი თავდაპირველად მისი სახლის სტუდიაში, არაოფიციალური ჯემ-სესიებით დაიწყო და დროთა განმავლობაში ალბომის შექმნის პროცესში გადაიზარდა. საბოლოოდ, არტისტების გაერთიანებამ მრავალდისციპლინური კოლექტივის სახე მიიღო. როგორც ალბომის აღწერაში ვკითხულობთ, STATION 7 შედგება ადამიანებისგან, „რომლებიც ერთობლივად ეძებენ ხმას, ფორმას და ემოციას.” კოლაბორაცია და ექსპერიმენტები განსაზღვრავს პროექტს, რომელიც მრავალფეროვან შემოქმედებით ხედვას აერთიანებს.

STATION 7-ის სადებიუტო ალბომში 11 კომპოზიცია შედის, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს შეიცავს. „თითოეულ ტრეკს ავტორის უნიკალური ხელწერა აქვს, თუმცა ისინი ქმნიან ერთიან ემოციურ შინაარსს. ეს არის ინტროსპექტიული, თუმცა ამავდროულად დინამიური, აბსტრაქტული, მაგრამ ღრმად ადამიანური. ალბომი ასახავს STATION 7-ის კოლექტიური იდენტობის არსს: განვითარებადს და განზრახ არაპროგნოზირებადს,” – ვკითხულობთ ალბომის აღწერაში.

ალბომის მიქსზე და მასტერზე თორნიკე გველესიანმა იმუშავა.

ფოტოსესიაზე მუშაობდნენ: ფოტოგრაფი – გიორგი ყოლბაია, სტილი – ანნა მარტიაშვილი, არტ დირექტორი – თათია ტაბატაძე, ალბომის დიზაინი – ლუკა ზარანდია.

მოუსმინეთ ალბომს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტომ იორკმა გაამხილა, თუ რატომ არ გაუმართავს Radiohead-ს ტურნე 2018 წლის შემდეგ

შემდეგი სტატია

ჯორჯ კლუნი 2018 წლის 7 ივნისი, ჰოლივუდი, აქსელ ბაუერ-გრიფინი / FilmMagic

ჯორჯ კლუნიმ გაიხსენა შემთხვევა, როცა ფრენკ სინატრამ გაკიცხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი