ტომ იორკმა გაამხილა, თუ რატომ არ გაუმართავს Radiohead-ს ტურნე 2018 წლის შემდეგ

„ყველაფერი თითქოს მწყობრიდან გამოვიდა, ასე რომ, გაჩერება მოგვიწია,” – ამბობს მუსიკოსი.
ტომ იორკი 2024 წელს მელბურნში
NAOMI RAHIM/WIREIMAGE

Radiohead-ის სოლისტი ტომ იორკი ბენდის ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზაზე საუბრობს. მიზეზად კი მუსიკოსი პირად დანაკარგსა და ემოციურ გადაწვას ასახელებს.  

The Times-ისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში იორკი ბენდის 2018 წლის A Moon Shaped Pool ტურნეს ბოლო დღეებს იხსენებს, რომელიც აგვისტოში ფილადელფიის კონცერტით დასრულდა. 

„ყველაფერი თითქოს მწყობრიდან გამოვიდა, ასე რომ, გაჩერება მოგვიწია,” – ამბობს მუსიკოსი. „კონცერტები კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ პაუზა უნდა აგვეღო, სანამ კლდიდან გადავიჩეხებოდით.”

ცოტა ხნის წინ ბენდმა განაცხადა, რომ სცენას დაუბრუნდებოდა შეზღუდული 20 კონცერტით ევროპის ხუთ ქალაქში: მადრიდში, ბოლონიაში, ლონდონში, კოპენჰაგენსა და ბერლინში. ტურნე 4 ნოემბერს დაიწყება. 

იორკმა ასევე ისაუბრა თავის პირად ტრაგედიაზე – 2016 წელს მისი პირველი მეუღლის, რეიჩელ ოუენის გარდაცვალებაზე. „ყველა შემთხვევაში უნდა გავჩერებულიყავი, რადგან მე საკუთარი თავისთვის გლოვის დრო არ მიმიცია. ეს მწუხარება კი სხვადასხვაგვარად იჩენდა თავს, რამაც მაფიქრებინა, რომ გაჩერება მჭირდებოდა.”

მუსიკოსმა დაამატა, რომ მაშინ, როცა მუსიკა განკურნების გზაა, ამავდროულად ის მტკივნეული შეხსენებაა: „ყოფილა მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა შვება მუსიკაში მიძებნია და ფორტეპიანოზე დამიკრავს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია, ფიზიკურადაც კი. მუსიკა მტკივნეულია, რადგან ამ დროს შენს ტრავმას გადიხარ.”

გიტარისტმა ედ ობრაიენმა ასევე გულახდილად ისაუბრა, თუ რამდენად მძიმე იყო ბენდის ბოლო ტურნე მისთვის და აღიარა, რომ მოგზაურობის ბოლოს Radiohead აღარ აინტერესებდა. „მსიამოვნებდა კონცერტები, მაგრამ მძულდა ყველაფერი დანარჩენი.”

„2021 წელს ფსკერს მივაღწიე და ერთ-ერთი კარგი რამ, რაც აქედან გამოვიდა, იმის გაანალიზება იყო, თუ როგორ მიყვარდა ეს ბიჭები, რომელთაც 17 წლის ასაკში შევხვდი. ამ ყველაფერმა კი აზრი შემაცვლევინა და თუ თავიდან ვერ ვხედავდი ამ ყველაფერთან მიბრუნების აზრს, უცებ დავფიქრდი, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარსკვლავური სიმღერა.”

მაშინ, როცა ბენდი სცენაზე დასაბრუნებლად ემზადება, მათ მაინც თან სდევთ წარსული სკანდალები. ინტერვიუში ბენდის წევრები გამოეხმაურნენ კრიტიკას მათი 2017 წლის თელ-ავივის კონცერტზე, იორკის კონფრონტაციაზე პროპალესტინელ ფანთან 2024 წლის სოლო შოუზე მელბურნში და ასევე ჯონი გრინვუდის კოლაბორაციაზე ისრაელელ არტისტ დუდუ ტასასთან. 

იორკმა თქვა, რომ საზოგადოების ზეწოლა, რომელიც ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე მათ დამოკიდებულებას ეხება, მას ღამღამობითაც კი აღვიძებს, გრინვუდი კი აღნიშნავს, რომ ის არ ეთანხმება ისრაელელი არტისტებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. 

Radiohead-ის მომავალი ევროპული ტურნე ბენდის პირველი კონცერტების სერია იქნება 2018 წლის შემდეგ. ტურნე 4 ნოემბერს დაიწყება და დეკემბრამდე გაგრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Daft Punk-ის თომას ბანგალტერი პარიზში Fred again..-თან ერთად მოულოდნელ DJ სეტზე გამოჩნდა

შემდეგი სტატია

IOVELI – ახალი ქართული მუსიკალური პროექტის, STATION 7-ის სადებიუტო ალბომი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი