Public Enemy-მ პოლიტიკური შინაარსის ვიდეო The Hits Just Keep on Coming წარადგინა, რომელიც ისტორიულ გაკვეთილად იქცა

ვიდეოში მთავარ როლს ოლიმპიური წყალბურთელი ეშლი ჯონსონი ასრულებს.
Public Enemy-ს წევრები Flavor Flav და Chuck D 2025 წლის Shaky Knees მუსიკალური ფესტივალი. 2025 წლის 20 სექტემბერი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი. Terence Rushin/Getty Images
Public Enemy-ს წევრები Flavor Flav და Chuck D 2025 წლის Shaky Knees მუსიკალური ფესტივალი. 2025 წლის 20 სექტემბერი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი. Terence Rushin/Getty Images

Public Enemy არასდროს ერიდებოდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და ახლაც ლეგენდარული ჯგუფი ახალი ვიდეოკლიპით, The Hits Just Keep on Coming-ით დაბრუნდა. კლიპი 30 ოქტომბერს გამოვიდა და ის  ივნისში გამოშვებულ ალბომ Black Sky Over the Projects: Apartment 2025-შია შესული.

ვიდეოში ტელევიზორებით გარშემორტყმული  Chuck D და Flavor Flav  ისტორიის გაკვეთილს ატარებენ. სანამ ჯგუფი კლიპში გამოჩნდება, კადრში რუბი ბრიჯესი, პატარა გოგონა ჩნდება, რომელიც 1960 წელს ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ სკოლაში, დაწყებით კლასში სეგრაგაციას – რასობრივი ჯგუფების იძულებით გამოყოფას აპროტესტებს. 

Flavor Flav-მა ასევე გამოიყენა თავისი კავშირი 2024 წლის აშშ-ის ქალთა ოლიმპიური წყალბურთის ნაკრებთან, რათა ვიდეოში მონაწილეობისთვის წყალბურთელი  ეშლი ჯონსონი მოეწვია. კლიპში სპორტსმენი ისეთ შავკანიან ცნობილ ადამიანებად გარდაისახება, როგორებიც არიან სერენა უილიამსი, Prince და ტომი სმიტი.

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ამერიკელი რევოლუციონერების, მარტინ ლუთერ კინგის, მოჰამედ ალის და მალკომ X-ის კადრებიც. მოგვიანებით  კადრში ჩნდება ჯონსონი, რომელიც მორიგ განცხადებას აკეთებს ტელევიზორის ეკრანის დამსხვრევით, რომელზეც შემდეგი წარწერაა:  „სიძულვილი“.

„ეს მუსიკალური ვიდეო და სიმღერა The Hits Just Keep on Coming მართლაც ისტორიული გაკვეთილი და მნიშვნელოვანი გზავნილია.” – განუცხადა Flavor Flav-მა ჟურნალ Rolling Stone-ს. „ეშლი ჯონსონმა, ოლიმპიურმა წყალბურთელმა, საოცარი სამუშაო გასწია და თანამედროვე სამოქალაქო და კულტურული უფლებების დამცველ გმირებს უდიდესი პატივი მაიგო. ვამაყობ იმ მნიშვნელოვანი ნამუშევრებითა და გზავნილებით, რომელთაც Public Enemy კვლავ ავრცელებს.” 

Chuck D იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკურად დატვირთული ნამუშევარი კვლავ შეძლებს, გააერთიანოს გულშემატკივრები და შთააგონოს მათ, თავად გახდნენ ის ცვლილება, რომლის ხილვაც სურთ ამ სამყაროში. 

„ეს ტექსტები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც გუშინ იყო და როდესაც ისინი ამ გმირებს უპირისპირდებიან, რომელთა გაჩერებაც შეუძლებელია, ვეღარავინ იმართლებს თავს. დროა, გავიღვიძოთ და რაღაც გავაკეთოთ. Flavor Flav-მა ამ პროექტში მართლაც გამოიჩინა თავი.” – აღნიშნა Chuck D-იმ.

ალბომი Black Sky Over the Projects: Apartment 2025 Public Enemy ბენდის მე-16 სტუდიური ნამუშევარია, რომელიც ივნისში გამოვიდა.

ნახეთ ვიდეო The Hits Just Keep on Coming:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Florence + The Machine ჰელოუინზე ლედი გაგას Abracadabra-ს ქავერს ასრულებს

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, რიანასთვის მოსიყვარულე ქმრობაა ის, რაც მას აბედნიერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი