ლიამ გალაგერმა გააკრიტიკა მსმენელი, რომელმაც Oasis-ის მელბურნის შოუზე ე.წ. შუშხუნა გაუშვა

„აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი, დამიჯერე,” – წერს ლიამ გალაგერი.
ლიამ გალაგერი Oasis-ის კონცერტზე. 2025 წლის 28 აგვისტო, ჩიკაგო.

ლიამ გალაგერმა გააკრიტიკა ფანი, რომელმაც Oasis-ის ტურნეს პირველი ავსტრალიური კონცერტის დროს, შუშხუნა, ე.წ. ფლეარები გაუშვა ხალხში. შემთხვევა პირველ ნოემბერს მელბურნის Marvel Stadium-ზე მოხდა. მუსიკოსი მსმენელის ქცევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და უარყოფით კონტექტში მოიხსენია.

ინციდენტი საღამოს ბოლო სიმღერის – Champagne Supernova-ს შესრულებისას მოხდა. ერთ-ერთმა მსმენელმა ავსტრალიურ გამოცემა news.com.au-ს უთხრა, რომ შუშხუნებმა ხალხი შეაშინა: „ყოველ ჯერზე, როცა ეს ნათება ჩნდებოდა, პატარა ხანძარს ჰგავდა,” – ამბობს ვირჯინია, რომელიც შოუს 13 წლის ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა და უსაფრთხოების გამო მათ კონცერტის დასრულებამდე დატოვეს სივრცე.

გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური შესასვლელთან ჩანთებს საფუძვლიანად ამოწმებდა, თუმცა უცნობია, როგორ შეიტანეს ფლეარები დარბაზში და დაშავდა თუ არა ვინმე. Marvel Stadium-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„ვინც გუშინ მელბურნში ფლეარი ხალხში ააგდო,” – მიმართა მუსიკოსმა მსმენელს. „აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი, დამიჯერე,” – წერს ლიამ გალაგერი სოციალურ ქსელ X-ზე. 

როგორც იუწყებიან, გამოსვლის დროს ლიამი აშკარად გაღიზიანდა – სცენიდან თითს აქნევდა და მომხდარს აპროტესტებდა. მისი ძმა, ნოელ გალაგერიც შეშფოთებული იყო, თუმცა ბენდმა მუსიკალური ნომრის შესრულება განაგრძო. 

მელბურნის კონცერტი Oasis-ის დიდი ხნის ნანატრი Live 25 ტურნეს პირველი შოუ იყო ავსტრალიაში. ჯგუფი მელბურნში სამ კონცერტს, სიდნეის Accor Stadium-ზე კი ორ შოუს გამართავს.

სცენაზე გასვლამდე ლიამმა ფანებს მიმართა: „მოგენატრეთ? ჩვენ კი ნამდვილად მიგვნატრებიხართ თქვენ!“ კონცერტს უამრავი ადამიანი ესწრებოდა – ზოგი გულშემატკივარი დილის 5 საათიდან რიგში იდგა, რათა პირველ რიგებში მოხვედრილიყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Florence and the Machine 2023 წლის 2 სექტემბერი, ესპანეთი ბიანკა დე ვილარი/WIREIMAGE

კვირის მუსიკალური გზამკვლევი

შემდეგი სტატია

ცნობილია მსახიობები, რომლებიც The Beatles-ის ოთხნაწილიან ბიოგრაფიულ ფილმში ბენდის წევრების ცოლებს განასახიერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი