ცნობილია მსახიობები, რომლებიც The Beatles-ის ოთხნაწილიან ბიოგრაფიულ ფილმში ბენდის წევრების ცოლებს განასახიერებენ

The Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმების ჩვენება კინოთეატრებში 2028 წლის აპრილიდან დაიწყება. მენდესი ოთხივე ფილმს ბენდის თითოეული წევრის პერსპექტივიდან გადაიღებს.
ჯონ ლენონი და იოკო ონო. 1969 წელი.
BETTMANN / GETTY IMAGES

უკვე ცნობილია, ვინ ითამაშებს The Beatles-ის თითოეული წევრის სასიყვარულო პარტნიორის როლს დაანონსებულ ოთხნაწილიან ბიოგრაფიულ ფილმში და ამ მსახიობების შემადგენლობა მართლაც შთამბეჭდავია.

The Beatles – A Four-Film Cinematic Event ავრცელებს, რომ სირშა რონანი განასახიერებს პოლ მაკარტნის მეუღლის, ლინდა მაკარტნის პერსონაჟს; ანა სავალი ჯონ ლენონის მეუღლის, იოკო ონოს როლზე დამტკიცდა; The White Lotus-ის ემი ლუ ვუდი ჯორჯ ჰარისონის მეუღლის, პეტი ბოიდის როლს შეასრულებს; ხოლო მია მაკკენა-ბრუსი რინგო სტარის მეუღლის, მორინ სტარკის პერსონაჟს შექმნის.

მსახიობები შეუერთდებიან პოლ მესკალს (მაკარტნი), ჰარის დიკინსონს (ლენონი), ბერი კეოგანს (სტარი) და ჯოზეფ კუინს (ჰარისონი).

„მორინი, ლინდა, იოკო და პეტი საოცრად საინტერესო და უნიკალური ფიგურები არიან და ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქალები შემოგვიერთდებიან ამ თავგადასავალში,“ – წერია რეჟისორ სემ მენდესის განცხადებაში.

The Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმების ჩვენება კინოთეატრებში 2028 წლის აპრილიდან დაიწყება. მენდესი ოთხივე ფილმს ბენდის თითოეული წევრის პერსპექტივიდან გადაიღებს. პრესრელიზის მიხედვით, ეპიზოდები ერთმანეთთან გადაიკვეთება და მთლიანობაში ჯგუფის სრული ისტორიის ერთიანი ნარატივის შექმნას შეძლებს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც The Beatles-მა და Apple Corps Ltd.-მა ოფიციალურად გასცეს ნებართვა, ჯგუფის წევრების ცხოვრების ისტორიები და მუსიკა მხატვრულ ფილმში გამოიყენონ. პროექტს Sony Pictures აფინანსებს და დისტრიბუციის უფლებაც მასვე ეკუთვნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიამ გალაგერმა გააკრიტიკა მსმენელი, რომელმაც Oasis-ის მელბურნის შოუზე ე.წ. შუშხუნა გაუშვა

შემდეგი სტატია

დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი