დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია

„როგორც მუსიკაა ცოცხალი პროცესი და არცერთი შესრულება არ ჰგავს ერთმანეთს, ასევეა ჩაწერის პროცესიც.”

მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა დავით ხოსიტაშვილმა წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც 1 ნოემბერს გაბრიაძის თეატრში გაიმართა. წიგნი ერთგვარი კვლევაა, რომელიც დეტალურად შეისწავლის კლასიკური მუსიკის სტუდიური და საკონცერტო ჩაწერის მრავალმხრივ ასპექტს. 

ტექსტი ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მხარეებს მიმოიხილავს, რათა მუსიკოსები, ხმის რეჟისორები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები დეტალებში კიდევ უფრო გათვითცნობიერდნენ.   ნაშრომში განხილულია, თუ როგორ შეიძლება მუსიკოსის ემოციური სტაბილურობა და ინტერპრეტაცია გამოვლინდეს სტუდიაში და როგორ უწყობს ხელს ამ პროცესს ტექნოლოგია.

წიგნი სიღრმისეულად განიხილავს, მუსიკოსების ფსიქოლოგიური მზაობის მნიშვნელობას ემოციური სტაბილურობისთვის და კონცენტრაციისთვის. 

ავტორი აღწერს მუსიკის ჩაწერის მეთოდებს, მოსმენის უნარებს, პროფესიულ ურთიერთობებს,  ტექნიკური უსაფრთხოების წესებს და ასევე გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მაღალი ხარისხის სტუდიურ ჩანაწერს უზრუნველყოფს.

დავით ხოსიტაშვილი  – ხმის რეჟისორი და მუსიკოსი:

„ეს წიგნი არის დასკვნითი სიტყვა იმ გამოცდილებისა, რაც ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დავაგროვე. რაც ხდებოდა ჩაწერებზე, კულისებში თუ სცენაზე, ამის ერთგვარი თეორიული თავმოყრაა, რათა გამოცდილება გამეზიარებინა მუსიკოსების, მსმენელებისა და ჩემი კოლეგებისთვის.”

წიგნში ავტორი აზიარებს თეორიულ ცოდნას და მიდგომებს კლასიკური მუსიკის ჩაწერის პროცესში, განხილულია ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტებიც.

“დიდხნიანი პრაქტიკა არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა განეწყოს მუსიკოსი მუშაობის დროს. ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიში, ვიზუალიზაცია  – წარმოდგენა პუბლიკისა, როდესაც ის არ არსებობს და სტუდიური ჩაწერა ხდება. ასევე, წარმოსახვა შინაგანი მენტორისა, რომელიც მას უსმენს. სცენაზე სანამ გახვალ, რეპეტიციის დროს ან თუნდაც სახლში, სრულად უნდა დაუკრა შენი ნაწარმოები გონებაში, როგორ ჟღერს ბგერები, როგორ მოძრაობს ის და ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, როგორც სრულყოფილი რეპეტიცია. ეს ფსიქოლოგიური მზაობა კი საბოლოო ჯამში კონცენტრაციაში გეხმარება.

ზოგადად, თავად ჩაწერის პროცესი ამოუწურავია, არასდროს დგება ის მომენტი, როცა  შენ ისწავლე მუსიკის ჩაწერა და ახლა აგრძელებ ამ გამოცდილების რეალიზაციას. თითოეული შემთხვევა ახალი გამოწვევაა, ახალს სწავლობ. როგორც მუსიკაა ცოცხალი პროცესი და არცერთი შესრულება არ ჰგავს ერთმანეთს, ასევეა ჩაწერის პროცესიც. შესაბამისად, შენ ამას მუდმივად სრულყოფ, მუდმივად სწავლობ და ეს წიგნიც ერთგვარი დახარისხებაა ამ თემების.”

წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ქართულ-ინგლისურ ენაზე გამოიცა და ის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისთვისაც საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე არცთუ ისე ბევრი სიღრმისეული კვლევა არსებობს.

„ასეთი თეორიული კუთხით კლასიკური მუსიკის ჩაწერის პროცესზე მასალა ძალიან ცოტაა. არის უფრო პრაქტიკული რჩევები, მაგრამ აქ უფრო მეტი ფილოსოფიაა –  რატომ კეთდება, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში კლასიკური მუსიკის ჩაწერას, რა განსხვავებაა სასცენო და სტუდიურ ჩანაწერებს შორის, როგორ უნდა შეინარჩუნო ის ემოცია სტუდიაში, რაც პუბლიკასთან ცოცხალ შესრულებას ახლავს, რადგან სტუდიაშიც ცოცხლად უნდა ჟღერდეს ჩანაწერი და არ უნდა იყოს მკვდარი  – აი, ყველა ეს მეთოდი და მიდგომა არის თავმოყრილი და გაერთიანებული ამ წიგნში.“

დავით ხოსიტაშვილის „კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ტექნიკურ სახელმძღვანელოსთან ერთად სიღრმისეული კვლევაცაა იმაზე, თუ როგორ ერწყმის ადამიანის ემოცია  და ტექნოლოგიები ბგერას, რომ ჩაწერის პროცესი არ არის მხოლოდ მექანიკური აქტივობა, ეს არის სულიერი და ინტელექტუალური მზაობა, სადაც ხმა აზრის მატარებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილია მსახიობები, რომლებიც The Beatles-ის ოთხნაწილიან ბიოგრაფიულ ფილმში ბენდის წევრების ცოლებს განასახიერებენ

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl სრული ერთი თვეა, რაც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი