ფანების კვირის რჩეული მუსიკა Florence + The Machine-ის Everybody Scream გახდა

ახალმა ალბომმა ხმების 53% დააგროვა.
Florence and the Machine

Florence + The Machine-ის Everybody Scream ამ კვირის ფანების რჩეული მუსიკა გახდა. „ბილბორდის” გამოკითხვაში, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სწორედ ფლორენს უელჩის ახალი ნამუშევარი აირჩიეს. 

Everybody Scream ჰელოუინის დღეს გამოვიდა. ამავე კვირაში ახალი მუსიკა გამოსცეს Tyler, The Creator-მა, რენე რეპმა, ბრენტ ფაიაზმა და სხვებმა. Florence + The Machine-ის მეექვსე სტუდიურმა ალბომმა ხმების 53% დააგროვა. 

ალბომი ზუსტად შეესაბამება მისი გამოსვლის დროს. „ამ ალბომზე მუშაობისას ვერ ვიაზრებდი, თუ რამდენად ახლოს იყო სიკვდილი,” – აღნიშნა უელჩმა L’Officiel-თან ინტერვიუში. „შემდეგ კი მივხვდი, რომ სიკვდილი უბრალოდ პორტალია. თუ წინა ალბომი (Dance Fever) ნამდვილი ზღაპარი იყო, ეს ალბომი საშინელებათა ფილმია, ასე რომ, ყველაფერმა მნიშვნელობა შეიძინა.”

სიკვდილზე საუბრისას უელჩი საკუთარ გამოცდილებას გულისხმობს, როცა ექტოპიური ორსულობის შედეგად 2023 წელს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „როგორც ხედავთ, მწუხარების შადრევნით ვარ წარმოდგენილი, რომელში გზის გაკვლევასაც ვცდილობ. მე ვიყავი ნისლში, სადაც მნიშვნელობა და ჩემი პირადი რწმენათა სისტემა უნდა მეპოვა.” 

„ეს ყველაზე პირადი ალბომია, რაც კი ოდესმე შემიქმნია, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მითოლოგიურიც. მინდოდა, ჩემი საკუთარი ხალხური საშინელებათა სიმღერები შემექმნა,” – ამბობს მუსიკოსი ინტერვიუში. 

ალბომის გამოსვლას Everybody Scream-ის ტურნე მოსდევს, რომელიც 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. უელჩის თქმით, სცენა მისთვის ის ადგილია, სადაც შეუძლია, მისი გრძნობები მთელი სიდიდით გამოუშვას. „როცა შეშლილი ვარ, რაც ხშირად ხდება, და ვგრძნობ, რომ მინდა, ვიყვირო, მაგრამ ვერ ვყვირი; მინდა, ვიტირო, მაგრამ ვერ ვტირი; ან მინდა, სხეულიდან ეს ყველაფერი თუნდაც ძალით გამოვიტანო. ეს არის ჩემი საყვარელი ნაწილი სიმღერებში, რომ ისინი ერთდროულად უამრავ რამეს იტევენ და სწორედ ეს მიყვარს მათ შესრულებაში.”გამოკითხვაში Everybody Scream-ს მოეორე ადგილზე მოჰყვება Tyler, The Creator-ის Mother 15%-ით, რენე რეპის Lucky 6%-ით და ბრენტ ფაიაზის Have To 2%-ით. გულშემატკივართა 20%-მა კატეგორია „სხვა” აირჩია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl სრული ერთი თვეა, რაც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია

შემდეგი სტატია

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი