ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl სრული ერთი თვეა, რაც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია

სვიფტმა თავისი კარიერის განმავლობაში ჩარტის სათავეში ყოფნის 90 კვირა დააგროვა, რაც სოლო არტისტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl პირველ თვეს Billboard 200-ის სათავეში ასრულებს და  ზედიზედ მეოთხე კვირაა, რაც ჩარტის ლიდერია. Luminate-ის მონაცემებით, ალბომმა 30 ოქტომბრით დასრულებულ კვირაში აშშ-ის მასშტაბით 146 000 „ალბომის ეკვივალენტური ერთეული“ გაყიდა (25%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით).

2025 წლის მონაცემებით, The Life of a Showgirl მეორე ალბომია, რომელმაც სიის სათავეში სრული პირველი თვე გაატარა. მანამდე იყო მორგან უოლენის I’m the Problem, რომელიც პირველი რვა კვირა ლიდერ პოზიციას იკავებდა. 2024 წელს ასევე სვიფტის ალბომი – The Tortured Poets Department ჩარტის პირველ ადგილზე სრული 12 კვირა იყო წარმოდგენილი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ The Life of a Showgirl  მეოთხე კვირაა, Billboard 200-ის ჩარტის პირველ პოზიციაზეა, სვიფტმა თავისი კარიერის განმავლობაში ჩარტის სათავეში ყოფნის 90 კვირა დააგროვა, რაც სოლო არტისტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა ელვის პრესლი 67 კვირით. ტეილორ სვიფტის რეკორდულ 90 კვირაში შედის მისი15 ალბომი, რომლებიც ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა, რაც სოლო არტისტებს შორის ასევე რეკორდული შედეგია. ყველა დანარჩენ შემსრულებლებს შორის (სოლო არტისტი, ბენდი) მას მხოლოდ The Beatles უსწრებს – ბენდი სრულად 132 კვირა იკავებდა პირველ პოზიციას.

Billboard 200-ის ახალ ათეულში ამ კვირაში დებიუტი აქვთ დენიელ სეზარს, ბრენდი კარლაილს და დემის ლოვატოს.

Billboard 200-ის ჩარტი კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს აშშ-ში მრავალმეტრიკული პარამეტრების მიხედვით ითვლის, სადაც „ეკვივალენტური ალბომის ერთეული“ მოიცავს ალბომის გაყიდვებს, ცალკეული ტრეკების ეკვივალენტს (TEA) და ასევე სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენის ეკვივალენტს (SEA). ახალი, 8 ნოემბრის თარიღით გამოთვლილი ჩარტი Billboard-ის ვებგვერდზე 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

The Life of a Showgirl-ის 146 000 ერთეულიდან 121 000 სტრიმინგით მიღებულ ერთეულებზე მოდის,  22 000 ერთეული კი – ალბომის გაყიდვებზე. 

Luminate არის კომპანია, რომელიც Billboard-ის დამოუკიდებელ მონაცემთა პროვაიდერია. Luminate ყოველდღიურად ამოწმებს და საფუძვლიანად აანალიზებს ყველა მონაცემს, რომლის მიხედვითაც ჩარტის საბოლოო შედეგები გამოითვლება. საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემები გამოირიცხება, რის შემდეგაც ხდება საბოლოო შედეგების დათვლა და გამოქვეყნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ფანების კვირის რჩეული მუსიკა Florence + The Machine-ის Everybody Scream გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი