ჰილარი დაფი მუსიკაში ახალი სინგლით, Mature-ით ბრუნდება

ათწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ ჰილარი დაფმა დაადასტურა, რომ ახლახანს Atlantic Records-თან ხელშეკრულება გააფორმა და მომავალი დოკუმენტური სერიალის მთავარი გმირიც იქნება.
Hilary Duff Madelyn Deutch
Hilary Duff Madelyn Deutch

ჰილარი დაფმა მუსიკალურ კარიერაში დაბრუნება ოფიციალურად 3 ნოემბერს დააანონსა. მისი თქმით, ათწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სინგლის, Mature-ის გამოქვეყნებას 6 ნოემბერს გეგმავს.

Disney Channel-ის ყოფილი  ვარსკვლავი 2015 წლის ალბომ Breathe In., Breathe Out-ის შემდეგ პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევრით ბრუნდება. 

სინგლ Mature-ის გარეკანზე მომღერლის ემოციური პორტრეტია წარმოდგენილი: „ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ შეგიძლიათ ამის მოსმენა, ამ სიმღერას დიდხანს ვმალავდი,“  –  წერს  ის ინსტაგრამის პოსტში.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ჰილარი დაფმა საკუთარი კარიერა უმეტესად მსახიობობას დაუთმო, სატელევიზიო სერიალებში How I Met Your Father და Younger იგი მთავარი როლის შემსრულებელი იყო.

ახლა კი, მუსიკასთან ერთად, დოკუმენტური სერიალიც მზადდება, რომელიც ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ არტისტის ახალ გზას და პირად ისტორიებს ასახავს. 

აღსანიშნავია, რომ ჰილარი დაფი მრავალი წელია, ლგბტქ+ საზოგადოების ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჟურნალ Variety-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს მუსიკალური დაბრუნება თავის გულშემატკივრებს ეძღვნება: „თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი მათთვისაა. მე მინდა, რომ მათ მოვწონდე.” – თქვა ჰილარი დაფმა, როცა  ლგბტქ+ გულშემატკივრების შესახებ ჰკითხეს. 

ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახალი მუსიკა „ძალიან მალე“ გამოვა და რომ ბოლო პერიოდში სტუდიაში თავის მეუღლესთან, მომღერალ და პროდიუსერ მეთიუ კომასთან ერთად მუშაობს.

დოკუმენტური სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია გრემის ნომინირებული რეჟისორი სემ ურენჩი, რომელმაც Taylor Swift: The Eras Tour გადაიღო. „ფილმი მაყურებელს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ახლოდან გაიცნოს ჰილარი დაფის მუსიკალური დაბრუნება და მისი პირადი ცხოვრებისეული გზა.“ – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ფილმში გამოყენებული იქნება რეალური კადრები, ინტერვიუები, მუსიკალური შესრულებები და ვიდეოები არტისტის პირადი არქივიდან.

პოპვარსკვლავმა და მსახიობმა პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისში Disney Channel-ის სერიალ Lizzie McGuire-ით მოიპოვა, შემდეგ კი წარმატებით გადაინაცვლა პოპმუსიკაში. მისი ცნობილი ჰიტებია: Come Clean და Wake Up, რომლებიც Billboard-ის Hot 100 ჩარტშიც მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არტისტი „ბილბორდის” ჩარტში მოხვდა

შემდეგი სტატია

რობერტ სმიტი The Cure-ის გამოსვლა Riot Fest 2023-ის ფარგლებში, ჩიკაგო. დენიელ ბოჩარსკი/Getty Images

The Cure საკონცერტო ფილმ The Show of a Lost World-ის შესახებ დეტალებს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი