The Cure საკონცერტო ფილმ The Show of a Lost World-ის შესახებ დეტალებს ავრცელებს

ფილმში როკბენდის 2024 წლის ალბომის, Songs of a Lost World-ის ყველა სიმღერა შედის, მსოფლიოს კინოთეატრებში მისი გამოსვლა კი დეკემბერში იგეგმება.
რობერტ სმიტი The Cure-ის გამოსვლა Riot Fest 2023-ის ფარგლებში, ჩიკაგო. დენიელ ბოჩარსკი/Getty Images
რობერტ სმიტი The Cure-ის გამოსვლა Riot Fest 2023-ის ფარგლებში, ჩიკაგო. დენიელ ბოჩარსკი/Getty Images

The Cure-მა ახალი საკონცერტო ფილმის გამოსვლის თარიღი გაამჟღავნა. ეს სრულმეტრაჟიანი ცოცხალი შესრულება ჯგუფის უახლესი სტუდიური ალბომის, 2024 წლის  The Show of a Lost World-ის ყველა სიმღერას მოიცავს. ფილმის ექსკლუზიური ჩვენება კინოთეატრებში შეზღუდული დროით 11 დეკემბერს იქნება შესაძლებელი, ბილეთების შეძენა კი 20 ნოემბრიდან დაიწყება. ფილმი ბრიტანელმა რეჟისორმა და The Cure-ის დიდი ხნის მეგობარმა ნიკ უიკჰემმა გადაიღო, რომლის ნამუშევრებიცაა ასევე დოკუმენტური ფილმები Madonna, Shakira).  The Cure-ის საკონცერტო ფილმი ლონდონში, კლუბ Troxy-შია გადაღებული, როდესაც ლეგენდარულმა ბენდმა წლების შემდეგ პირველად წარადგინა ახალი ალბომი Songs of a Lost World, სადაც პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ცოცხლად შეასრულეს სრული ალბომი. 

The Cure: The Show of a Lost World იმ კონკრეტული საღამოს 31 სიმღერისგან შემდგარი შოუს ჩანაწერს მოიცავს, რომელიც ხელახლაა დამუშავებული, რემასტერირებული და 4K ხარისხში აღდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ ალბომი Songs of a Lost World ბენდის პირველი სტუდიური ნამუშევარია 16-წლის შემდეგ.

ფილმი საკონცერტო ჩანაწერის გარდა ასვე მოიცავს ხუთი სიმღერისგან შემდგარ კრებულს, რომელიც the Cure-ის მეორე ალბომ Seventeen Seconds-ის 45 წლის იუბილეს ეძღვნება. შოუს ჩანაწერი მოიცავს ისეთ ცნობილ ჰიტებსაც, როგორიც არის: Boys Don’t Cry, The Walk, A Night Like This, Disintegration, Fascination Street, Just Like Heaven, Pictures of You და სხვებს.

2024 წლის ალბომის პარალელურად The Cure-მა რემიქს ალბომი Mixes of a Lost World გამოსცა, რომელშიც ჩინო მორენო (Deftones), პოლ ოაკენფოლდი, Four Tet და სხვა არტისტებიც მონაწილეობენ.

ბენდი მომავალ ზაფხულს მასშტაბურ ღია კონცერტებს გეგმავს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ასევე გამოსვლებს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Isle of Wight, Primavera Sound, Nova Rock და Rock en Seine.

The Cure-ის საკონცერტო ფილმის გამოსვლა Blu-Ray/DVD ფორმატით დეკემბრის ბოლოს იგეგმება და იგი ციფრული ჩამოტვირთვითაც იქნება ხელმისწავდომი. 

ნახეთ ფილმის პოსტერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Hilary Duff Madelyn Deutch

ჰილარი დაფი მუსიკაში ახალი სინგლით, Mature-ით ბრუნდება

შემდეგი სტატია

8 ალბომი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შანსი,  2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე „წლის ალბომის“ ნომინაცია მიიღოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი