The Killers, Guns N’ Roses, Tyler, The Creator და Deftones Tecate Pa’l Norte 2026-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

მექსიკის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი მარტში ფუნდიდორას პარკში გაიხსნება.
The Killers Todd Weaver
The Killers Todd Weaver

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ყოველწლიური მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Pa’l Norte მარტში  გაიმართება. მეთოთხმეტე სეზონის მთავარი გამომსვლელები The Killers, Guns N’ Roses, Tyler, The Creator და Deftones  იქნებიან. ფესტივალის 2026 წლის შემადგენლობა 5 ნოემბერს გახდა ცნობილი, მათ შორის არიან სხვა საერთაშორისო ვარსკვლავებიც: Kygo, Interpol, Halsey, Jackson Wang, Zoé და Grupo Frontera.

ფესტივალი Apodaca Group-ის ორგანიზებით ტარდება და ფუნდიდორას პარკში 27-29 მარტს გაიმართება. მასშტაბური ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან: Los Fabulosos Cadillacs, The Lumineers, Morat, Turnstile, Cuco, 31 Minutos, Omar Courtz,  Myke Towers, Simple Plan, Judeline, DJO, The Blaze (DJ Set), Cypress Hill, Purple Disco Machine და Molotov  და სხვები.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთების გაყიდვა 11 ნოემბერს Ticketmaster-ის საშუალებით დაიწყება.

2021 წელს  Live Nation-ის და პრომოუტერი კომპანია Ocesa-სთან პარტნიორობით ორგანიზებული Pa’l Norte-ის ფესტივალი მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებად იქცა. ორგანიზატორების თქმით, 2026 წლის გამოცემაში 100-ზე მეტი მუსიკალური არტისტი რვა განსხვავებულ სცენაზე წარდგება.

სამდღიანი ღონისძიება დღის განმავლობაში 100 000 ადამიანს უმასპინძლებს. ფესტივალი Pa’l Norte ყოველწლიურად სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს და დამსწრეთა რაოდენობით ისეთ დიდ ფესტივალებს აღემატება, როგორებიცაა Vive Latino და Corona Capital, რომელთაც დღეში საშუალოდ 80 000 ადამიანი ესწრება.

ფესტივალის პროგრამა როკთან, ინდისა და მექსიკურ რეგიონულ ჟღერადობასთან ერთად ელექტრონულ მუსიკასაც აერთიანებს და საერთაშორისო მუსიკალური სცენის ყველაზე ცნობილ სახეებს წარადგენს. 

წინა წლებში ფესტივალის სცენაზე გამოვიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ბილი აილიში, Foo Fighters, Muse, Tame Impala, The Killers, Maná, Caifanes, Los Fabulosos Cadillacs და 50 Cent.

მიმდინარე წელს კი აუდიტორიის წინაშე ჰედლაინერებად სუპერვარსკვლავები: ოლივია როდრიგო, ჯასტინ ტიმბერლეიკი, Charli XCX და Green Day წარდგნენ.

ნახეთ 2026 წლის Tecate Pa’l Norte-ის სრული შემადგენლობა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner

რვა სინგლი, რომლებიც Grammy-ს წლის ჩანაწერის ნომინაციის კანდიდატები არიან

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი