გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
ზოჰრან მამდანი
SELCUK ACAR/ANADOLU VIA GETTY IMAGES

2025 წლის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას უამრავი ნიუ-იორკელი ზეიმობს, მათ შორის ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვები.

34 წლის დემოკრატ-სოციალისტის ტრიუმფს, რომელმაც არჩევნებში ენდრიუ კუომო და კერტის ლივა დაამარცხა, სოციალურ მედიაში არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა მილოცვის წერილებით. აბრამსმა მამდანის გამარჯვებას ინსტაგრამზე რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. მისი თქმით, ახალი ამბის გაგებისას ის სიხარულისგან ყვიროდა. „ყოველ ჯერზე მბურძგლავს,” – დაწერა მომღერალმა.

არჩევნების შედეგებს X-ზე გამოეხმაურა ჰოლზიც: „ამ წუთას ჩამოვედი სცენიდან საოცარი შოუს შემდეგ და ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერია. ღამე ვეღარ დავიძინებ!”

არჩევნების შედეგზე პოსტი გამოაქვეყნა ასევე ლორდმაც: „ცვლილება… კარგ დღეს გისურვებთ,” – დაწერა მან და მამდანის გვერდი მონიშნა. 

ყველა აღნიშნული მუსიკოსი ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც მამდანიმ არჩევნებში 1 036 051 ხმით გაიმარჯვა. ქალაქში ცხოვრების ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებული კამპანიით მან ხმების 50.4% მიიღო, კუომომ და სილვამ კი 41.6% და 7.1% გაინაწილეს. 

მამდანის მერად არჩევა სოციალურ ქსელში ბევრმა სხვა მუსიკოსმაც იზეიმა, მათ შორის იყვნენ Clairo და ლიზი მაკალპინი.

„ის სახლშია,” – დაწერა რეიჩელ ზეგლერმა. King Princess-მა კი დააკომენტარა: „მგონი, წვეულება უნდა გავმართოთ, არა?”

ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის მხარს უჭერდნენ ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ალექსანდრია ოკასიო-კორტესი. უგანდაში დაბადებულმა იმიგრანტმა თავისი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიაში აქტიურად ჩართო  სოციალური მედია და პოპკულტურა. ერთ მომენტში ის სცენაზეც კი გამოვიდა PinkPantheress-ის კონცერტზე, ბრუკლინში.

მამდანიმ, არც მეტი, არც ნაკლები, სვიფტის ფანების გულების მოგებაც მოახერხა. როცა მას სთხოვეს, თავისი საარჩევნო კამპანია სიმღერებით დაეხასიათებინა, ერთ-ერთ სიმღერად მან სწორედ ტეილორ სვიფტის Only the Young დაასახელა, The Game-ისა და 50 Cent-ის Hate It or Love It-სა და Lil Wayn-ისა და დრეიკის Right Above It-თან ერთად. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Killers Todd Weaver

The Killers, Guns N’ Roses, Tyler, The Creator და Deftones Tecate Pa’l Norte 2026-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ ხუმრობით თქვა, რომ მისი ხმაურიანად დაანონსებული ალბომი – Don’t Be Dumb არასდროს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი