პატი სმითის ახალი მემუარები გამოვიდა

წიგნი „ამაზონის” როკბენდების ბიოგრაფიებში ნომერ პირველი ბესტსელერია.
პატი სმითის Bread of Angels

პატი სმითის ახალი მემუარები მუსიკის ფანებისთვის აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაშია, განსაკუთრებით, მისი ბოლო, 2010 წლის ნამუშევრის, Just Kids-ის შემდეგ.

წიგნი, სახელწოდებით Bread of Angels: A Memoir, 4 ნოემბერს გამოვიდა და უკვე „ამაზონის” როკბენდების ბიოგრაფიების ლიდერი ბესტსელერია. 

განსხვავებით Just Kids-ისგან, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთს აღწერს, სმითის ბოლო ნამუშევარი ამბის თხრობას სულ თავიდან იწყებს, როგორც ტრადიციული მემუარების უმრავლესობა. წიგნში არტისტი თავის ადრეული წლების ხელოვნებას უბრუნდება, იმ აღმოჩენებსა და შემოქმედებითობას, რამაც პატი სმითი იმ ლიტერატურულ და მუსიკალურ კულტად აქცია, რაც ის დღესაა.

„ბილბორდის” საყვარელი მონაკვეთი წიგნში სმითის მომავალ მეუღლესთან, ფრედ სონიკ სმითთან პირველი შეხვედრის ეპიზოდია. წყვილმა ერთმანეთი 1976 წელს გაიცნო, როცა ფრედი MC5-ის გიტარისტი იყო.

„ეს იყო მომენტი, როცა პირველად დავინახე. ის თეთრ რადიატორთან იდგა ლურჯი ქურთუკით. შევნიშნე ძაფები, სადაც ღილი აკლდა. ეს იყო ის წამიერი მომენტი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ლენიმ ერთმანეთი მარტივად გაგვაცნო: ფრედ სმითი – პატი სმითი, პატი სმითი – ფრედ სმითი,” – აღწერს არტისტი მომენტს, როცა მომავალ მეუღლეს პირველად შეხვდა. შეხვედრა Horses ტურნეს დროს შედგა – პატის 1975 წლის სტუდიური ალბომის, რომელმაც ის ნიუ-იორკის პანკ-როკსცენის ყურადღების ცენტრში მოაქცია. „როცა პირველად შევხვდით, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, მაგრამ მაშინვე ვიცოდი, რომ ის ჩემი ცხოვრება გახდებოდა,” – წერს არტისტი.

ამ ეპიზოდის გაცოცხლება განსაკუთრებით ემოციურია. არტისტი ცხადად აღწერს, თუ რას გრძნობდა იმ მომენტში, როცა მის სულიერ მეგობარს შეხვდა. სმითის წერის მანერაც ისეთივე ძლიერია, როგორიც მისი მუსიკა, მათთვისაც კი, ვინც მისი თაყვანისმცემელი არ არის.

1988 წელს ფრედმა პატისთან ითანამშრომლა ალბომზე Dream of Life. ფრედი ასევე იყო ის ადამიანი, რომელიც პატის მუდმივად უბიძგებდა წერისკენ. სწორედ ფრედის მიაწერა პატიმ რამდენიმე სიმღერის შექმნის შთაგონება, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ (ფრედი 1994 წელს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა) გამოსცა. ასევე მეუღლე გახდა სმითის შთაგონების წყარო სიმღერისთვის Frederick.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS

კვირის მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS

რატომ ღირდა როსალიას Lux ლოდინად: კრიტიკოსების აზრი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი