კვირის მუსიკალური რელიზები

Rosalía ახალი ალბომით დაბრუნდა, კეტი პერიმ და Kehlani-მ კი სინგლები გამოაქვეყნეს.
ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS
როსალია
COLUMBIA RECORDS

2026 წლის გრემის ნომინაციების მოახლოებასთან ერთად ახალი მუსიკალური რელიზებიც მატულობს. შესაძლოა, ამ ნამუშევრებმა აკადემიის აღიარებაც დაიმსახურონ, რომელთა შორისაა Rosalía, კეტი პერი, Kehlani და სხვა შემსრულებლები.

კვირის ყველაზე განხილვადი გამოცემა სწორედ  Rosalía-ს Lux გახდა. დიდი ხნის ნანატრი ალბომი 2022 წლის წარმატებული ნამუშევრის, Motomami-ს შემდეგ გამოვიდა. ამ ვრცელ ექსპერიმენტულ პროექტში Rosalía საკუთარ მუსიკალურ პროგრესს სიღრმისეულად იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ალბომში იგი 13 სხვადასხვა ენაზე მღერის.

„ეს დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ღირდა. ამით ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, ამ ალბომის ყოველი სიტყვისთვის დიდი ბრძოლა გადავიტანე. ველოდი და ბოლოს მივიღე კიდეც.“  – განუცხადა Rosalía-მ Billboard-ს ნოემბრის თვეში მიცემულ ინტერვიუში. 

კვირის მუსიკალურ რელიზებს შორისაა ასევე კეტი პერის ახალი სინგლი – Bandaids, ემოციური სიმღერა, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ მოგვითხრობს. მომღერალმა ყოველივე ეს ყოფილ პარტნიორ, ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ განიცადა. 

Kehlani-მ კი კომპოზიცია, სახელწოდებით Out the Window გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარი ქცევის შედეგად პასუხისმგებლობის აღებაზეა. 

მუსიკალურ ინდუსტრიას თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ჰილარი დაფიც დაუბრუნდა, რომელმაც ახალი სინგლი Mature გამოსცა, ხოლო  Gorillaz-მა ჯგუფ Idles-თან  კოლაბორაციის შედეგად  ტრეკი The God of Lying გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ Rosalía  არ იყო ერთადერთი არტისტი, რომელმაც ამ კვირაში ალბომი წარადგინა, ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალი პროექტით Danny Brown-იც დაბრუნდა. ახალი ალბომის სახელწოდებაა  Stardust, რომელიც  მისი წინამორბედი ალბომის, Quaranta-ს ერთგვარ გაგრძელებად ითვლება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo-ს გუნდის ყოფილი წევრი არტისტის შესახებ: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და საიდან მოდიხარ – მისი მემკვიდრეობა უნივერსალურია”

შემდეგი სტატია

პატი სმითის ახალი მემუარები გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი