Soundgarden როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ბენდის ეს სტატუსი ჯიმ ქერიმ გამოაცხადა და ჯგუფი ემოციური სიტყვით გაიხსენა.
Soundgarden ესწრება Marvel-ის The Avengers-ის პრემიერას. 2012 წლის 11 აპრილი. ჰოლივუდი.
ALBERTO E. RODRIGUEZ/WIREIMAGE

8 ნოემბერს Soundgarden ოფიციალურად შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ჯგუფის ახალი სტატუსი ცერემონიაზე მსახიობმა და კომედიანტმა ჯიმ ქერიმ წარადგინა. მან ემოციური, პირადი გამოცდილებით სავსე სიტყვით გაიხსენა, როგორ მიუსმინა ჯგუფს პირველად კონცერტზე.

ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ის სცენაზე, ქერიმ მაყურებლებს გაუმხილა, რომ პირველად Soundgarden-ის წევრებს 1996 წელს შეხვდა, როცა Saturday Night Live-ს უძღვებოდა და სპეციალურად თავად მოითხოვა, რომ შოუს მუსიკალური სტუმარი სწორედ ისინი ყოფილიყვნენ.

„იმ დროს შემადგენლობა იყო კრისი [კორნელი], კიმ თაილი, მეტ კამერონი დრამებზე და ბენ შეპარდი ბასზე. მათ დაუკრეს ბნელი, მშვენიერი და ეპიკური  Pretty Noose,“ – თქვა ქერიმ. 

ჯიმ ქერიმ ასევე გაიხსენა, რომ შოუს შემდეგ ჯგუფმა მას ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი აჩუქა – Fender Telecaster-ის ელექტრო გიტარა ოთხივე წევრის, მათ შორის  უკვე გარდაცვლილი ფრონტმენის, კრის კორნელის ხელმოწერით.

მამისადმი მიძღვნილი ვიდეოს ჩვენების შემდეგ სცენაზე ავიდა კორნელის უფროსი ქალიშვილი, ლილი, რომელმაც ემოციური სიტყვით მიაგო პატივი მამას. მან მადლობა გადაუხადა დედას და კორნელის ყოფილ მეუღლეს – სიუზან სილვერს, რომელიც ჯგუფის მენეჯერიც იყო.

Soundgarden-ის ცოცხალი წევრები – მეტ კამერონი, კიმ თაილი, ბენ შეპარდი და დამფუძნებელი ბასისტი ჰირო იამამოტო ერთად ესწრებოდნენ ცერემონიას. იამამოტომ, რომელიც ამ მოვლენისთვის კვლავ შეუერთდა ჯგუფს, ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ოჯახის იძულებით გადასახლებაზე: „ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე და დღესაც მწარედ მახსენებს თავს. ნუღარ დავამატებთ ისტორიას ასეთ ეპიზოდს,” – თქვა მან. 

კიმ თაილმა კორნელის შემოქმედება გაიხსენა: „კრისი პირველი იყო, ვინც ახალ იდეაზე იტყოდა – მოდი, უბრალოდ ვცადოთ და ვნახოთ. ძალიან მენატრება. მიყვარს ის და მიყვარს ჩემი Soundgarden-ელი ძმები.“

საღამოს მუსიკალური ნაწილი მოიცავდა The Pretty Reckless-ის ვოკალისტის, ტეილორ მომსენისა და ბრენდი კარლაილის შესრულებებს. ცერემონია დასრულდა კრის კორნელის უმცროსი ქალიშვილის, ტონის გამოსვლით, რომელმაც ნენსი უილსონთან ერთად Fell on Black Days შეასრულა.

2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ასევე შეიყვანეს OutKast, Bad Company, Cyndi Lauper, The White Stripes, ჩაბი ჩეკერი და ჯო კოკერი. ღონისძიება პირდაპირ გადაიცა Disney+-ზე და მისი ნახვა უკვე შესაძლებელია პლატფორმის სტრიმინგ სერვისით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეგ უაიტი White Stripes-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ჯეკის სამადლობელი სიტყვა დააკორექტირა

შემდეგი სტატია

12 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი” ისტორიულ კონცერტს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი