12 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი” ისტორიულ კონცერტს უმასპინძლებს

ფესტივალის მე-11 სეზონი 28 ოქტომბერს გაიხსნა და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

12 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი” ისტორიული მნიშვნელობის კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორტეპიანოების მწარმოებელი პოლ მაკნალტი მოცარტის პიანოფორტეს ზუსტ ასლს წარადგენს. 

მაკნალტის შექმნილი აქვს 300-ზე მეტი ფორტეპიანო ისტორიული ოსტატების: ზილბერმანის, შტაინის, ვალტერის, ჰოფმანის, გრაფისა და პლეიელის მოდელების მიხედვით. მის ინსტრუმენტებზე კი დღეს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები უკრავენ. მაკნალტის სახელოსნო ცნობილია ისტორიული ინსტრუმენტების ასლებითა და ინოვაციური რეკონსტრუქციებით, მათ შორისაა შოპენის ბუხჰოლცის ფორტეპიანოს (1825), პლეიელის (1830), ლისტის ბუასელოს (1846) და შტრაიხერის (1868) თანამედროვე რეპლიკები. 

ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მოცარტი საფორტეპიანო კონცერტებს მხოლოდ ანტონ ვალტერის ინსტრუმენტზე ქმნიდა და ასრულებდა. ვალტერი კი იმ დროს ფორტეპიანოს ყველაზე სახელგანთქმულ ოსტატად მიიჩნეოდა. 

სწორედ ვალტერის ფორტეპიანოს ასლი იქნება წარმოდგენილი 12 ნოემბრის კონცერტზე. ინსტრუმენტი შექმნილია პოლ მაკნალტის სახელოსნოში და ის „საქართველოს სინფონიეტამ” კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა. მასზე შესრულდება ფილიპ ემანუელ ბახის, მოცარტის, ჰაიდნისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად სცენაზე წარდგებიან ანა ქურდოვანიძე და ვივიანა სოფრონცკი.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის” მე-11 სეზონი 28 ოქტომბერს გაიხსნა. პირველი კონცერტს, სახელწოდებით „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა”,  ჯანსუღ კახიძის ცენტრმა უმასპინძლა. სცენაზე წარდგნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა”, თბილისის ქალთა გუნდი, „საქართველოს სინფონიეტა”, ასევე მსოფლიოში აღიარებული კონტრტენორი ანდრეას შოლი და ცნობილი იტალიელი სოპრანო ჯულია ბოლკატო.

ფესტივალის ფარგლებში უკვე შედგა მეორე კონცერტიც, სადაც მსმენელის წინაშე ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი იოჰან სებასტიან ბახის მუსიკით წარდგა.

ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი „თბილისი ბაროკო ფესტივალის” სცენაზე

ფესტივალის მომდევნო კონცერტები 18, 24, 27, 30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. 7 დეკემბერს კი „თბილისი ბაროკო ფესტივალი” სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Soundgarden როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

შემდეგი სტატია

ჩეპელ როუნმა სინდი ლოპერს Gen Z თაობის პოპვარსკვლავების გზის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი