ტეილორ სვიფტის ალბომი – The Life of a Showgirl უკვე ხუთი კვირაა, Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია 

Billboard 200-ის ახალი ჩარტის ტოპ 10-ში ფლორენს უელსისა და მისი მუსიკალური კოლექტივის – Florence + the Machine-ის ნამუშევარიც გვხვდება. მათი ახალი ალბომი – Everybody Scream ჩარტში მე-4 პოზიციაზეა.
ტეილორ სვიფტი
MERT ALAS & MARCUS PIGGOT

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl Billboard 200-ის ჩარტში ლიდერობის ხუთ კვირას აღნიშნავს. Luminate-ის მონაცემებით, ალბომმა 6 ნოემბრით დასრულებულ კვირაში აშშ-ის მასშტაბით 120 000 ალბომის ეკვივალენტი ერთეული მოაგროვა. The Life of a Showgirl მეორე ალბომია 2025 წელს, რომელმაც ჩარტში პირველი ხუთივე კვირა პირველ პოზიციაზე გაატარა. მას წინ უსწრებს მხოლოდ მორგან უოლენის I’m the Problem, რომელიც პირველი რვა კვირა ჩარტის უწყვეტი ლიდერი იყო და მთლიანობაში 12 კვირა გაატარა პირველ ადგილზე. სვიფტის წინა ალბომი The Tortured Poets Department 2024 წელს პირველი 12 კვირის გაბმავლობაში იყო პირველი პოზიციის მფლობელი და საერთო ჯამში 17 კვირა ეკავა ჩარტის ლიდერის სტატუსი. მის სამ ალბომს მინიმუმ ხუთი პირველი კვირა აქვს პირველ ადგილზე გატარებული –  მათ შორის არის Folklore, რომელიც 2020 წელს ექვსი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჩარტს.

Billboard 200-ის ახლი ჩარტის ტოპ 10-ში ფლორენს უელსისა და მისი მუსიკალური კოლექტივის – Florence + the Machine-ის ნამუშევარიც გვხვდება. მათი ახალი ალბომი – Everybody Scream ჩარტში მე-4 პოზიციაზეა.

Billboard 200-ის ჩარტი კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს აშშ-ში მრავალმეტრიკული პარამეტრების მიხედვით ითვლის, სადაც „ეკვივალენტური ალბომის ერთეული“ მოიცავს ალბომის გაყიდვებს, ცალკეული ტრეკების ეკვივალენტს (TEA) და ასევე სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენის ეკვივალენტს (SEA). ახალი, 15 ნოემბრით დათარიღებული ჩარტი სრულად 11 ნოემბერს გამოქვეყნდება Billboard-ის ვებგვერდზე.

The Life of a Showgirl-ის 120 000 ერთეულიდან 98 000 სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენის ეკვივლენტია, 18 000 ერთეული კი – ალბომის გაყიდვების მაჩვენებელია.

Billboard 200-ის მე-2 და მე-3 პოზიციაზე კვლავ უცვლელად რჩება KPop Demon Hunters-ის საუნდტრეკ ალბომი და მორგან უოლენის I’m the Problem. Florence + the Machine-ის Everybody Scream მე-4 პოზიციაზეა წარმოდგენილი. ეს ჯგუფისთვის მეხუთე შემთხვევაა, როცა ტოპ ათეულშია. 

Luminate არის კომპანია, რომელიც Billboard-ის დამოუკიდებელ მონაცემთა პროვაიდერია. Luminate ყოველდღიურად ამოწმებს და საფუძვლიანად აანალიზებს ყველა მონაცემს, რომლის მიხედვითაც ჩარტის საბოლოო შედეგები გამოითვლება. საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემები გამოირიცხება, რის შემდეგაც ხდება საბოლოო შედეგების დათვლა და გამოქვეყნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Forgot to Dream – ნიკალასა და ხატია ქორიძის გამორჩეული საღამო თათუზას ჯაზკლუბში

შემდეგი სტატია

მეგ უაიტი White Stripes-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ჯეკის სამადლობელი სიტყვა დააკორექტირა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი