ჩეპელ როუნმა სინდი ლოპერს Gen Z თაობის პოპვარსკვლავების გზის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

„ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია,“ – აღნიშნა ჩაპელ როუნმა სინდი ლოპერის როკ-ენ-როლის მიღების ცერემონიაზე.

“ჩაპელ როუნი არ იარსებებდა სინდი ლოპერის გარეშე,“ – განაცხადა ჩაპელმა 8 ნოემბერს, სინდი ლოპერის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მიღების ცერემონიაზე.

ღონისძიების შემდეგ, 9 ნოემბერს კი როუნმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, როგორი წარუშლელი კვალი დატოვა პოპ-პიონერმა მის კარიერაზე. მუსიკოსმა პოსტს ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე გადაღებული ფოტოებიც დაურთო.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეც მიმეღო მონაწილეობა სინდი ლოპერის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მიღების ცერემონიაში. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში, ჩემს ხელოვნებაში, იმიჯში, ვოკალში, მოძრაობაში ყველაფერში. ცოტა არ იყოს, გული მიჩუყდება კიდეც. ის  საოცარია, თამამი, ძლიერი და ინდივიდუალური. მე მას ვაღმერთებ.“ – განაცხადა ჩაპელ როუნმა.

სინდი ლოპერი 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრთა შორის იყო, სადაც წელს ასევე დაჯილდოვდნენ Bad Company, Chubby Checker, Joe Cocker, Outkast, Soundgarden და The White Stripes როგორც შემსრულებლები, ხოლო Salt-N-Pepa და Warren Zevon – მუსიკალური გავლენის კატეგორიაში.

როცა სინდი ლოპერს ჩაპელ როუნმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ჯილდო გადასცა, მან სიტყვა წარმოთქვა:

„ვაცნობიერებ, რომ ჩემი საყრდენი არიან ქალები, ვინც ჩემამდე იყვნენ ამ ინდუსტრიაში. ვიცი, რომ მეც საკმარისად ძლიერი მხრები მაქვს იმისთვის, რომ ვინც ჩემს შემდეგ მოვლენ, თავისუფლად დამეყრდნონ… ჩემში არსებულ პატარა ბავშვს ისევ სჯერა, რომ როკ-ენ-როლი მსოფლიოს გადარჩენას შეძლებს.“

თავის პოსტში ჩაპელ როუნმა დაამატა, რომ 14 წლის ასაკში ტალანტების კონკურსში გაიმარჯვა, სადაც ჟიურისთვის სინდი ლოპერის სიმღერა True Colors შეასრულა. “ეს იყო მომენტი, როცა პირველად ვიფიქრე, რომ სიმღერა, შესაძლოა, ჩემი გზა გამხდარიყო.” – აღნიშნა ჩაპელ როუნმა.

„მადლობა, სინდი ლოპერ, ჩემისთანა არტისტებისთვის გზა რომ გახსენი, გეთანხმები, როკ-ენ-როლი ნამდვილად გადაარჩენს მსოფლიოს.” – აღნიშნა ჩაპელ როუნმა. 

წითელ ხალიჩაზე TikTok-ვარსკვლავმა ჰარი დენიელსმა მოულოდნელად  როუნისთვის მისი აგვისტოს ჰიტის, The Subway-ის შესრულება სცადა, თუმცა მომღერალმა ინფლუენსერს თავაზიანად აარიდა თავი. 

ღონისძიებიდან გავრცელებულ სხვა ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ აძლევს ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტოგრაფებს ინსტრუქციას, რათა წითელ ხალიჩაზე ჩაპელ როუნის გამოჩენის დროს არ აყვირდნენ, რასაც, შესაძლოა, გრემის მფლობელი არტისტის გამოსვლისთვის ხელი  შეეშალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

12 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი” ისტორიულ კონცერტს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

Charli xcx-ის გოთიკური ესთეტიკა – მომღერალმა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” საუნდტრეკის მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
მეტი

Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

Billboard Pop Shop Podcast არის პლატფორმა ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება.
მეტი

2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

ცერემონიაზე ასევე პრიზები გადაეცემათ: კეილანს, ლეივეის, Mariah the Scientist-ს, ზარა ლარსონსა და თალიას.
მეტი