Rosalía-ს Berghain-ის შთაგონებით ინტერნეტში მიმები გავრცელდა

იხილეთ, როგორ რეაგირებს ინტერნეტი Rosalía-ს ახალ მუსიკაზე.
ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS
როსალია
COLUMBIA RECORDS

Rosalía-მ მსმენელი თავისი ახალი სტუდიური ალბომის, LUX-ის გამოსვლით გააოცა. 18 სიმღერისგან შემდგარ ამბიციურ პროექტში არტისტი კომპოზიციებს 13 ენაზე ასრულებს. ალბომის ფარგლებში მომღერალმა London Symphony Orchestra-სთან ითანამშრომლა.

Rosalía-ს ალბომს მსმენელი პირველად გასულ თვეში გაეცნო, როცა სინგლი Berghain გამოვიდა. მასში  ბიორკი და Yves Tumor მონაწილეობენ. ტრეკი სიმებიანი ორკესტრის ინტროთი იწყება, რასაც მოსდევს Carmina Burana-ს სტილის ნაწილი და Rosalía-ს სოპრანო სამ სხვადასხვა ენაზე. „ამ ალბომს სრულიად სხვა ჟღერადობა აქვს, ვიდრე ჩემს წინა პროექტებს. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო უფრო ორკესტრული პროექტის კეთება და იმის სწავლა, როგორ გამოიყენო ორკესტრი, როგორ გაუგო ყველ ინსტრუმენტს, შეისწავლო საოცარი კომპოზიტორები და თქვა: კარგი, ასე იქმნებოდა [მუსიკა], შემდეგ კი დასვა კითხვა: ახლა მე რა შემიძლია, რაც პირადული და ჩემთვის გულწრფელი იქნება? ასევე რთული იყო კლასიკური მუსიკისგან შთაგონების მიღება და იმაზე ფიქრი, როგორ გამეკეთებინა რაღაც, რაც აქამდე არ მიკეთებია – სიმღერების წერა სხვა ადგილიდან, სხვა ენერგით. ინსტრუმენტების ჟღერადობა სრულიად განსხვავდება ჩემი წინა პროექტებისგან, ასევე ტექსტიც, სტრუქტურები – ძალიან განსხვავებულია,“ – ამბობს Rosalía ინტერვიუში. 

მიუხედავად იმისა, რომ LUX-მა კრიტიკოსების მაღალი შეფასება მიიღო, Rosalía-ს ერთგული მსმენელები ჯერ კიდევ ეჩვევიან მის ავანგარდულ პროექტს. 

ნახეთ ინტერნეტში გავრცელებული ე.წ. მიმები, რომლებიც Rosalía-ს ალბომმა და უშუალოდ Berghain-მა გამოიწვია:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx-ის გოთიკური ესთეტიკა – მომღერალმა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” საუნდტრეკის მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ქეთი მელუა ფლორენციაში დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი