ქეთი მელუა ფლორენციაში დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეოს აზიარებს

ქართველმა მუსიკოსმა სიმღერა „მოდი ჩემთან” ლეგენდარული კომპოზიტორის შვილთაშვილთან ერთად შეასრულა.

ქეთი მელუა სოციალურ ქსელში დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეოს აზიარებს. ქართველმა მომღერალმა სიმღერა „მოდი ჩემთან” ლეგენდარული კომპოზიტორის შვილთაშვილთან, ლეო ლოპეს დიასთან ერთად შეასრულა. 

„ცოტა ხნის წინ ფლორენციას ვეწვიე დავით თორაძის შემოქმედების აღსანიშნავად, მისი ქალიშვილის, ნინო თორაძის თხოვნით. ეს იყო მიწვევა, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. დიდი სიამოვნება იყო, სცენაზე ჩემი საუკეთესო მეგობრის 11 წლის ვაჟთან ერთად მემღერა – ლეო ლოპეს დიასთან, რომელიც დავით თორაძის შვილთაშვილია. ჩვენ „მოდი ჩემთან” შევასრულეთ,” – წერს ქეთი მელუა ვიდეოს აღწერაში. 

დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტი ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში შედგა. მსმენელის წინაშე დომენიკო სკარლატის ორკესტრი და ქართველი მუსიკოსები წარდგნენ, რომლებმაც დავით თორაძის ნაწარმოებები შეასრულეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS

Rosalía-ს Berghain-ის შთაგონებით ინტერნეტში მიმები გავრცელდა

შემდეგი სტატია

Tyler the Creator ფილმში Marty Supereme Courtesy Photo

Tyler, The Creator ტიმოთე შალამესთან ერთად ახალი ფილმის, Marty Supreme-ის თრეილერში ცეკვავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი