Shakira-ს ახალი სიმღერა Zoo Disney-ს ანიმაციურ ფილმ Zootopia-2-შია გამოყენებული, სადაც იგი პერსონაჟ Gazelle-ს ახმოვანებს

კოლუმბიელი მომღერალი Zootopia-ში პოპვარსკვლავის როლს ასრულებს.
Shakira, Zoo Courtesy
Shakira, Zoo Courtesy

Shakira Disney-ს ანიმაციურ ფილმ Zootopia 2-ში ბრუნდება, სადაც იგი პოპვარსკვლავ Gazelle-ის როლს ასრულებს. ანიმაციურ ფილმში მომღერლის ახალი სიმღერა Zoo ჟღერს, რომლის ვიდეოპრემიერაც 12 ნოემბერს შედგა. 

სამწუთიან მუსიკალურ ვიდეოში არტისტი ანიმაციური პერსონაჟის, Gazelle-ის შთაგონებით არაერთი იმიჯით ჩნდება, სადაც სხვა გმირებიც გვხვდებიან, მათ შორის: Judy Hopps (ჯინიფერ გუდვინი), Nick Wilde (ჯეისონ ბეიტმანი), Gary De’Snake (კე ვი ჩიუანი) და Nibbles Maplestick (ფორტუნ ფაიმსტერი).

მუსიკალური ვიდეო, სადაც რეალური კადრები და ანიმაციაა გაერთიანებული, რეჟისორმა ჰანა ლაქს დევისმა გადაიღო. მოქმედება ფილმის მიხედვით, სხვადასხვა გარემოში ვითარდება, მათ შორის ქალაქის ამინდისგან დამცავი კედლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ Zootenial Gala-ზე და კლდზე, სადაც Shakira პერსონაჟებთან,  ჯუდისთან და ნიკთან ერთად მწვერვალზე ადის.

Zoo-ს ავტორები ედ შირანი, ბლეიკ სლატკინი და Shakira არიან. სიმღერა ოქტომბერში გამოვიდა და ის პირველი Zootopia-დან 2016 წლის ჰიტის, Try Everything-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ანიმაციური ფილმი Zootopia 2 კი კინოთეატრებში 26 ნოემბერს გამოვა.

თვის დასაწყისში Shakira-მ ისტორიული ტურნეს, Las Mujeres Ya No Lloran World Tour-ის აღსანიშნავად Billboard-ის პირველი Global Touring Icon-ის ჯილდო მიიღო. ეს ტურნე ლათინოამერიკელი ქალის მიერ ჩატარებულ ყველაზე შემოსავლიან ლათინო ტურნედ და ისტორიაში მეორე ყველაზე შემოსავლიან ლათინო ტურნედ იქცა.

„ეს გამამხნევებელი, შთამაგონებელი, წარმოუდგენელი და ამავე დროს დიდი მოტივაციის მომცემია. თითქოს ახლა ვიწყებ კარიერას, რაც სიგიჟეა, იმიტომ, რომ უკვე 30 წელზე მეტია, ამ ინდუსტრიაში ვარ.” – განაცხადა Shakira-მ სამადლობელ სიტყვაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

სან-პაულოს სახელმწიფო პროკურატურის განკარგულების თანახმად, YE-ს დააკავებენ, თუ ის ბრაზილიაში კონცერტის დროს ნაციზმის პროპაგანდას შეეცდება

შემდეგი სტატია

midnite spagetti © დიოგო ბრანდაო

Landmark-ის ყოფილი სოლისტის, ბასკის ახალი მუსიკალური პროექტი midnite spagetti და სინგლი Permanent Vacation, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი