Landmark-ის ყოფილი სოლისტის, ბასკის ახალი მუსიკალური პროექტი midnite spagetti და სინგლი Permanent Vacation, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა

„ამ პროექტის მიზანია, გაანადგუროს კაპიტალიზმი და თუ ვერ გაანადგურებს… დასცინოს მაინც. სიმღერა სამუდამო შვებულებაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ სამყაროს აპოკალიფსის ფონზე ოფისში სიარული მაინც გვიწევს.“
midnite spagetti © დიოგო ბრანდაო
midnite spagetti © დიოგო ბრანდაო

თბილისის მუსიკალური სცენის ერთ-ერთი დასამახსოვრებლი ხმა, Landmark-ის ყოფილი სოლისტი ბასკი, ახალი მუსიკალური პროექტით ბრუნდება. არტისტმა წლების წინ მსმენელს ალტერნატიული მუსიკით და გამორჩეული ვოკალით დაამახსოვრა თავი, დღეს კი იგი ბერლინში მოღვაწეობს და ახალ პროექტზე, midnite spagetti-ზე მუშაობს. 

ბასკი – მუსიკოსი (midnite spagetti):

„გამარჯობა, მოკლედ თუ ვრცლად, მე ბასკი ვარ – თბილისში გაზრდილი და ამჟამად ბერლინში დაფუძნებული მუსიკოსი. თუ ვინმეს ახსოვს, ადრე ვმღეროდი, ვუკრავდი და სიმღერებს ვწერდი ბენდში, რომელსაც Landmark ერქვა, ჩვენი ერთ-ერთი სინგლი Northern Lights იყო:

უკვე ორ წელიწადზე მეტია, ვმუშაობ სტუდიაში ჩემს პროდუსერთან – კამერონ ლენგთან (UK) ერთად სიმღერებზე და მალე, 17 ნოემბერს, ჩემს პირველ სინგლს, სახელად – Permanent Vacation-ს გამოვუშვებ. ჩემს ახალ პროექტს midnite spagetti-ქვია და ამ პროექტის სახელის ქვეშ შემდეგი თვეების განვმალობაში კიდევ ბევრი სიმღერის გამოშვებას ვაპირებ. მაგალითად, ამ სინგლის მერე მალევე ახალი სიმღერაც დაიდება.  პროექტის მიზანია, გაანადგუროს კაპიტალიზმი და თუ ვერ გაანადგურებს… დასცინოს მაინც. სიმღერა სამუდამო შვებულებაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ სამყაროს აპოკალიფსის ფონზე ოფისში სიარული მაინც გვიწევს. რაღაც ისე დაემთხვა, რომ სინგლს მართლა შვებულების დროს გამოვუშვებ. სიმღერაზე მუშაობდნენ მუსიკოსები და მეგობარი აკაცუკები ინგლისიდან და გერმანიიდან. ვიოლინოს პარტია ძალიან ნიჭიერმა ფაბიანა სტრიფლერმა ჩაწერა.

მეტი სიახლისთვის კი გამომყევით ინსტაგრამ გვერდზე.”

სამომავლოდ ბასკი მსმენელს ახალ მუსიკალურ თავგადასავალს ჰპირდება, რომელიც სოციალურ თემებს, კაპიტალიზმის სატირას და ყოფით პრობლემებს ეხმიანება, მანამდე კი ნახეთ Permanent Vacation-ის თიზერ ვიდეო და დაელოდეთ 17 ნოემბერს, როცა სინგლი გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Shakira, Zoo Courtesy

Shakira-ს ახალი სიმღერა Zoo Disney-ს ანიმაციურ ფილმ Zootopia-2-შია გამოყენებული, სადაც იგი პერსონაჟ Gazelle-ს ახმოვანებს

შემდეგი სტატია

ლაურა პაუზინის ვატიკანის ისტორიულ ცერემონიაზე „ბილბორდ” იტალიის Global Icon-ის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი