Charli xcx „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის” შექმნილ მეორე სიმღერას აქვეყნებს

მომღერალი ასევე გამოსცემს სრულ ალბომს, რომელშიც ემერალდ ფენელის ადაპტაციისთვის შექმნილი კომპოზიციები შევა.
Charli xcx
Stephane Feugere for WWD

Charli xcx  კიდევ ერთი სიმღერით დაბრუნდა, რომელიც „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ემერალდ ფენელისეული ადაპტაციისთვის შექმნა. ფილმის ტრეილერი 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც პოპვარსკვლავის ახალი სიმღერა Chains of Love ჟღერს. 

ტრეილერი იწყება ემილი ბრონტეს რომანის ცნობილი გმირების,  ჰითკლიფისა და კეთრინის საუბრით, რომელთაც ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი ასახიერებენ. კეთრინის კითხვის შემდეგ ჰითკლიფი წარმოიდგენს, თუ რას გააკეთებდა, მდიდარი რომ იყოს. კეთრინი კი შეკრთება მის პასუხზე, რომ ცოლს მოიყვანდა. ამის შემდეგ კადრები უკვე წყვილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაზე გადადის. 

Charli xcx-ის სრული სიმღერა ტრეილერის გამოქვეყნების დროს გამოვიდა და  ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე. ის მოჰყვება სიმღერას House, რომელიც მუსიკოსმა ჯონ კეილთან თანამშრომლობით ასევე „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ალბომისთვის შექმნა. ალბომის გამოსვლა 13 თებერვალს, ფილმის კინოთეატრებში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე იგეგმება. 

ცოტა ხნის წინ ჩარლიმ ისაუბრა, თუ როგორ დაიბადა ახალი ალბომის კონცეფცია: „ემერალდს დავურეკე და ვკითხე, რას ელოდებოდა ჩემგან სცენარის წაკითხვის შემდეგ. მან კითხვითვე მიპასუხა: ‘სიმღერას?’ მე კი ვუთხარი: ‘ალბომს?’. რატომაც არა? მე მინდოდა იმ სამყაროში შეცურვა, რომელიც ძალიან უხეში, ველური, სექსუალური, გოთიკური, ბრიტანული, წამებითა და ნამდვილი წინადადებებით სავსე იქნებოდა, თავისი პუნქტუაციითა და გრამატიკით.”

„სიმღერების ეს კოლექცია ალბომს წარმოადგენს და, ცხადია, მის კრედიტებში ჩემი სახელია, მაგრამ არის ეს Charli xcx-ის ალბომი? არც კი ვიცი და არც მაინტერესებს ამის გარკვევა.”

ნახეთ „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ტრეილერი და მოუსმინეთ Chains of Love-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია კერის All I Want for Christmas Is You Billboard Hot 100-ის ჩარტში რეკორდულად ადრე დაბრუნდა

შემდეგი სტატია

QUEMMEKH ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე – ბენდმა Revolver Music-თან კონტრაქტი გააფორმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი