QUEMMEKH ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე – ბენდმა Revolver Music-თან კონტრაქტი გააფორმა

კონტრაქტით ლეიბლი პასუხისმგებლობას იღებს გავრცელებაზე, პრომო აქტივობებზე და საერთაშორისო კონტაქტებზე.
სანდრო ქერაული, QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ქართულმა ბენდმა Quemmekh-მა ბრიტანულ ლეიბლთან და მუსიკის დისტრიბუციის კომპანიასთან Revolver Music (Heavy Metal) კონტრაქტი გააფორმა. ეს იშვიათი შემთხვევაა, რამდენადაც ქართულ ალტერნატიულ ბენდებს ავტორიტეტულ დასავლურ ლეიბლებზე თითქმის არასდროს ვხვდებით.

Revolver Music 1979 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და არაერთი დამოუკიდებელი ბენდისთვის გახდა საერთაშორისო აღიარების საწყისი. მის კატალოგში ვხვდებით არტისტებს, რომელთა ჟანრობრივი მიმართულება როკი, პანკი და მეტალია.

Revolver Music-თან თანამშრომლობის ფარგლებში Quemmekh მალე ახალ ალბომსაც გამოუშვებს.

ამ კონტრაქტისა და ბენდის სიახლეების შესახებ Billboard Georgia ბენდის ფრონტმენს, სანდრო ქერაულს ესაუბრა:

„კონტრაქტი ჩვენი სივრცის გაფართოებისა და ზრდის ახალი ეტაპია. თუ აქამდე ყველაფერი ადგილობრივ მასშტაბში, ჩვენი რესურსებით ხდებოდა, ახლა უკვე ჩნდება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც Quemmekh-ს ახალ საფეხურზე გადაიყვანს და გლობალურ აუდიტორიამდე მისვლის რეალურ შესაძლებლობას შეუქმნის. ეს თანამშრომლობა არ ცვლის Quemmekh-ის სულიერ ბირთვს, პირიქით, ის, ამ ღირებულებათა შენარჩუნებით, გვიხსნის თვითგამოხატვის სრულიად ახალ გზებს,” – ამბობს სანდრო ქერაული.

სანდრო ქერაული, QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

კონტრაქტით ლეიბლი პასუხისმგებლობას იღებს გავრცელებაზე, პრომო აქტივობებზე და საერთაშორისო კონტაქტებზე. ევროპულ დისტრიბუციასთან ერთად იგეგმება საერთაშორისო კოლაბორაციები, რაც ბენდის მუსიკას კიდევ უფრო მასშტაბურ აუდიტორიას გააცნობს. ამგვარად, Quemmekh ლოკალურ სტატუსს ტოვებს და ახალ სივრცეში გადადის.

სანდრო ქერაული:

„ლეიბლი გადამწყვეტი საყრდენია ყველა არტისტისთვის. ახალ ეტაპზე გადასვლისას რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ასეთ დროს შუა გზაზე პარაშუტი გეძლევა და თუ სწორად მოიქცევი, შეიძლება გადარჩე კიდეც. ამ ახალ ეტაპზე მუსიკა, ვიდეოები, ვიზუალური ნარატივი – ყველაფერი შენი ყოველდღიურობა ხდება და პროდუქტის ხარისხი და ავთენტურობაც თავისთავად იზრდება. ჩვენი მიზანი უბრალოდ პოპულარობა არ არის, არამედ ახალი კულტურული არქეტიპის შექმნაა – ისეთის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის შინაგან მღელვარებას დასავლური ინდუსტრიის ჩარჩოებში შეიყვანს და ამავდროულად, ფორმასაც შეინარჩუნებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკაა და ამ ეტაპზე არაფერი მაინტერესებს ისე, როგორც ამ ახალი ალბომის ენერგიის აღმოჩენა.”

Revolver Music-თან კონტრაქტის გაფორმება Quemmekh-ისთვის ერთდროულად სტრატეგიული და სიმბოლური ნაბიჯია:

„პირველად ჩნდება განცდა, რომ ქართული მძიმე სცენა აღარ არის მხოლოდ შიდა კულტურული გეტო, არამედ ცოცხალი ქსელი, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს დასავლურ პლატფორმებზე საკუთარი წესებით,” – ამბობს სანდრო ქერაული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის” შექმნილ მეორე სიმღერას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი