მერაია კერის All I Want for Christmas Is You Billboard Hot 100-ის ჩარტში რეკორდულად ადრე დაბრუნდა

All I Want for Christmas Is You პირველად 1994 წელს გამოვიდა, ხოლო Hot 100-ის ტოპ 10-ში 2017 წლის დეკემბერში მოხვდა.
მერაია კერი
DENNIS LEOPOLD

მერაია კერის ჰიტი – All I Want for Christmas Is You Billboard Hot 100-ის ჩარტში უკვე დაწინაურდა. როგორც ცნობილია, სიმღერა 15 ნოემბრის თარიღით შედგენილ სიაში 31-ე ადგილს იკავებს.

Luminate-ის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 31 ოქტომბერიდან 6 ნოემბრამდე კომპოზიციას ჰქონდა: 9.9 მილიონი ოფიციალური სტრიმი; 942 000 რადიო აუდიტორიის ჩართულობა და 1 000 გაყიდვა აშშ-ში. 

შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდის (1-7 ნოემბერი, 2024) შედეგები ასეთია: 10.4 მილიონი სტრიმი; 1.7 მილიონი რადიო-აუდიტორია და 1 000 გაყიდვა. მანამდე, ერთი წლით ადრე (3-9 ნოემბერი, 2023) მონაცემები ასეთი იყო: 10.8 მილიონი სტრიმი, 1.8 მილიონი რადიო-აუდიტორია და 1 000 გაყიდვა.

Billboard-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სიმღერის ჩარტში ადრე დაბრუნებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: შემცირებული სტრიმინგი მიმდინარე ჰიტებს შორის და Hot 100-ის ახალი წესები, რომლებიც ჩარტში ხანგრძლივად მყოფ სინგლებს მოწინავე პოზიციებიდან ხსნის, რითაც მეტი სივრცე იქმნება სეზონური ჰიტებისთვის. ეს დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მას შემდეგ, რაც მაიკლ ჯექსონის Thriller ჰელოუინის პერიოდში კვლავ ათეულში დაბრუნდა.

All I Want for Christmas Is You პირველად 1994 წელს გამოვიდა, ხოლო Hot 100-ის ტოპ 10-ში 2017 წლის დეკემბერში მოხვდა. 2019 წლის დეკემბერში სიმღერამ საბოლოოდ დაიკავა პირველი პოზიცია. მას შემდეგ სინგლი ყოველი სადღესასწაულო სეზონის ლიდერია. მის ანგარიშზე ლიდერობის 18 კვირაა, რაც Hot 100-ის ისტორიაში პირველი ადგილის ფლობის მესამე ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა.

სიმღერა საშობაო ჩარტის ლიდერ პოზიციასაც იკავებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Summer Walker Rahul Bhatt

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

Charli xcx „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის” შექმნილ მეორე სიმღერას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი