ფორმულა ერთის ლას-ვეგასის გრან-პრიზე მოულოდნელად ბიონსე და ჯეი-ზი გამოჩნდნენ

მომღერალი თავადაც იჯდა სარბოლო ავტომობილში, რომელსაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მართავდა.
ჯეი-ზი და ბიონსე F1-ის ლას-ვეგასის გრან-პრიზე
ALEX BIERENS DE HAAN/GETTY IMAGES

ბიონსემ ფორმულა1-ის ლას-ვეგასის გრან-პრიზე შეკრებილ საზოგადოებას სიურპრიზი გაუკეთა და მოულოდნელად ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. 

მომღერალი რბოლაზე სათანადო იმიჯით წარდგა – მას ლუი ვიტონის სპეციალური შეკვეთით შეკერილი შესაფერისი კომბინიზონი ეცვა, რომელიც მკერდამდე ჰქონდა შეხსნილი. ბიონსეს სტუმრობის ამსახველი კადრები F1-ის სოციალურ ანგარიშებზე გამოქვეყნდა. 

გრან-პრიზე სტუმრობის ვიდეო ინსტაგრამზე თავად პოპვარსკვლავმაც გააზიარა. ვიდეოში ის „ფერარის” სარბოლო ავტომობილის მგზავრის სავარძელში ჯდება, რომელსაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მართავს.  

მოგვიანებით კი კამერებმა დააფიქსირეს ჰამილტონი – რომელიც ფორმულა 1-ის  მთავარი გადაკვეთის წერტილია მუსიკასა და მოდის ინდუსტრიასთან – როცა ის ბიონსესა და ჯეი-ზის ესაუბრებოდა. ვარსკვლავურ წყვილსა და სპორტსმენს შორის წინა შეხვედრა 2009 წლის გრან-პრიზე შედგა.

ბიონსესა და ჯეი-ზის გამოჩენამ კიდევ უფრო გააძლიერა ლას-ვეგასის გრან-პრის  ვარსკვლავური ატმოსფერო, რომელიც სწრაფად იქცა F1-ის ერთ-ერთ ყველაზე გასართობ ღონისძიებად 2023 წლის დებიუტის შემდეგ. თუმცა ისინი არ ყოფილან გრან-პრის ერთადერთი ვარსკვლავური სტუმრები. ავტორბოლის უიკენდის განმავლობაში კამერებმა ასევე დააფიქსირეს ტრევის სკოტი, სინთია ერივო, მაიკლ დუგლასი, კეთრინ ზეტა-ჯონსი, გორდონ რამზი, ბენ აფლეკი და სხვა ცნობილი სახეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლას-ვეგასისა და მაიამის გრან-პრი მთავარ სპორტულ მოვლენასთან ერთად კულტურულ ღონისძიებებსაც წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფესტივალი „გიორგობის თვე“

ფესტივალი „გიორგობის თვე“ Elektrowerk-ის ღია სივრცეში 29-30 ნოემბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

ოლივია დინი ბილეთების კომპანიებს მაღალი გადასაყიდი ფასების გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი