ფესტივალი „გიორგობის თვე“ Elektrowerk-ის ღია სივრცეში 29-30 ნოემბერს გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წერილი, Skazz, Outsider, Stress, Tamada და ბევრი სხვა შემსრულებელი წარდგება.
ფესტივალი „გიორგობის თვე“
ფესტივალი „გიორგობის თვე“

მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილება, შემოქმედებითი შეხვედრები, პოლიფონია და სხვადასხვა კულტურული აქტივობები „გიორგობის თვის” ფესტივალზე ერთ სივრცეში მოიყრის თავს, რათა ნოემბრის ბოლო შაბათ-კვირას დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებული ემოციითა და შთაბეჭდილებებით აავსოს.

ორდღიანი ფესტივალის პირველ დღეს, 29 ნოემბერს, მსმენელის წინაშე ადილეი, მთვარის კლუბი, ონისე, Jam Session Georgia და Tamada წარდგებიან, მეორე დღეს, 30 ნოემბერს კი Little Rocks, Stress, წერილი, Psychonaut 4, Skazz და Outsider გამოვლენ.

მუსიკის გარდა, ფესტივალზე სხვადასხვა კულტურული აქტივობაც იგეგმება, – ცოცხალი მუსიკისა და ტრადიციული პოლიფონიის პარალელურად გაიმართება ლიტერატურული შეხვედრა-პრეზენტაციები,  მხატვრული ნამუშევრების გამოფენები და მასტერკლასები, ასევე სტუმრებს შეეძლებათ ქართული მარნების საუკეთესო საკოლექციო ღვინის და ქართული, ავთენტური სამზარეულოს დაგემოვნებაც.

ქართული კულტურის ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, ნატურალური ღვინის ფესტივალი – Supernatural და საქართველოს წიგნის ასოციაცია არიან.

„გიორგობის თვე“ არის ღონისძიება, რომელიც შემოდგომის ბოლო დღეებს განსაკუთრებულ კულტურულ პლატფორმად აქცევს. ორი დღის განმავლობაში Elektrowerk-ის ღია სივრცეში ტრადიციული და თანამედროვე კულტურის სინთეზი ერთიანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი და სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას შესთავაზებს. 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Biletebi.ge-ს ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

შემდეგი სტატია

ფორმულა ერთის ლას-ვეგასის გრან-პრიზე მოულოდნელად ბიონსე და ჯეი-ზი გამოჩნდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი