The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით.”
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი
The Cave – ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი ალტერნატიული როკ-ბენდი The Cave ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მოკლე დროში აუდიტორიის ყურადღებაც მიპყრო. ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: საბა ბასიაშვილი – ვოკალი, ლადო სოფრომაძე – ბასი, კახა ასლამაზიშვილი – გიტარა და ნოდო დანდურიშვილი – დრამი.

The Cave-ის ვოკალისტი საბა ბასიაშვილი ,,Billboard საქართველოსთან” საუბარში ბენდის შექმნის ისტორიას იხსენებს:

“ბავშობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ქავერ ბენდი შეგვექმნა. საბოლოოდ, დაახლოებით 1 წლის წინ, ერთობლივი მუსიკალური სინთეზით ჩავწერეთ ჩვენი საავტორო სიმღერები. მე და ბენდის ბასისტი ლადო სოფრომაძე მოზარდობის პერიოდში დაგვაკავშირა მუსიკამ. ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ ინტერესებს და შემოქმედებას. საბოლოოდ, ბევრი წლის შემდეგ, გიტარისტმა (კახა ასლამაზაშვილი) და დრამერმა (ნოდო დანდურიშვილი) გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად მუსიკის კეთება. კახას და ლადოს პირველი მუსიკალური გადაკვეთა ღრმა ბავშობაში ფოლკლორულ ანსამბლში (,,ჩოხოსნები”) შედგა.“

The Cave-მა 30 ნოემბერს ახალი სინგლის, Mrs Cherry-ს გამოსვლა დააანონსა, რომლის თიზერ ვიდეოც ბენდის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით. პარალელურად ბევრი სხვა სიმღერა შეიქმნა და საბოლოოდ მივიღეთ ის საუნდი და სტილი, რისი შედეგიც ეს სინგლია. ამ პერსონაჟის ინსპირაცია ჩვენი მეგობრის, გიორგი კონტრიძის (ჩვენი ბენდის დიდი მეგობარი) კარებზე მიხატული ილუსტრაცია გახდა. ტექსტის იდეა საკუთარი პირადი ცხოვრების ეპიზოდიდან მომდინარეობს, ,,ჩერის” პერსონაჟს აღვწერ, როგორც პირად გამოცდილებას და მრავალი გოგოს სტერეოტიპს.”

კლიპზე მუშაობდნენ ნიკა ზუბაშვილი (რეჟისორი) და კატო ზანგურიშვილი (მხატვარი), ხოლო ჩანაწერის ტექნიკური მხარე რამდენიმე პროფესიონალმა გუნდმა უზრუნველყო:

“ტრეკის ჩაწერაში დაგვეხმარა Tbilisi OPEN AIR და Stockton Records.  მიქსინგი და მასტერინგი გიორგი გვარჯალაძეს (გვაჯი/LENO RECORDS) ეკუთვნის.” – საბა ბასიაშვილი.

ბენდი უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სინგლის გამოცემას გეგმავს, ხოლო შემდეგ – კონცეპტუალური ალბომის, რომელიც ბავშვობის ისტორიების მოტივებზე შეიქმნება და მსმენელს ჯგუფის მუსიკალურ ხედვას უფრო ახლოს გააცნობს.

„ჩვენი მომავალი გეგმა, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსიკის საზღვარგარეთ გატანა და გაჟღერებაა. სინგლი Mrs Cherry კი 30 ნოემბერს ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე დარელიზდება.” – საბა ბასიაშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard-ის მკითხველის გადაწყვეტილებით, კვირის ახალ რელიზებს შორის ჯგუფ Stray Kids-ის ალბომი ლიდერობს

შემდეგი სტატია

ფესტივალი „გიორგობის თვე“

ფესტივალი „გიორგობის თვე“ Elektrowerk-ის ღია სივრცეში 29-30 ნოემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი