მეფის დღე 2025

კონცერტზე მსმენელის წინაშე ბაკურ ბურდული, რობი კუხიანიძე და ქეთათო წარდგნენ.
ირაკლი ჩარკვიანი
ფოტო: ქეთათო პოპიაშვილი

19 ნოემბერს “დედაენის ბარში” ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიების თარიღი შემთხვევითი არ ყოფილა – 19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა და საღამოც სწორედ ამ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. კონცერტზე მსმენელის წინაშე ბაკურ ბურდული, რობი კუხიანიძე და ქეთათო წარდგნენ. ამ ფორმატის კონცერტი წელს პირველად გაიმართა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გეგმავენ, საიუბილეო მუსიკალური საღამო ყიველწლიურ ტრადიციად იქცეს. 

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური შემოქმედება არაერთი თაობის მსმენელს აერთიანებს. თავისი მასშტაბით ის გასცდა მხოლოდ მუსიკოსის სტატუსს და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთგვარ ფენომენად იქცა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ერთდროულად ქართული მუსიკალური სცენის ფორმირებაზე, მსმენელის ქართულენოვანი მუსიკისადმი დამოკიდებულებაზე, თაობების ინტერესებსა და გემოვნებაზე. ირაკლი ჩარკვიანი თავისი მუსიკით, ტექსტებით და თითოეული საჯარო გამოჩენით კულტურულად მნიშვნელოვან მომენტებს ქმნიდა.

ის იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ანდერგრაუნდ მუსიკა პოპის საზღვრებში გადაიტანა. ირაკლი ჩარკვიანი შეგვიძლია დავასახელოთ იმ პიონერ არტისტად, რომელმაც ქართულ ენაზე სიმღერა პოპულარულად აქცია და მუსიკასა და ტექსტს შორის ავთენტური, უნიკალური კავშირი შექმნა.

კონცერტისა და ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მემკვიდრეობის შესახებ Billboard Georgia ქეთათოს და ბაკურ ბურდულს ესაუბრა.

ქეთათო:

„გაჩნდა იდეა, რომ ირაკლის დაბადების დღე აღგვენიშნა. ჩემს მეგობრებთან ამას რომ განვიხილავდით, თავიდან შეუძლებლად მიგვაჩნდა, რადგან თარიღამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი და ამ ვადებში ორგანიზება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. პირველად ბაკური გამახსენდა და ვკითხე, რამდენად იყო ეს შესაძლებელი. ბაკური, როგორც ნამდვილი მეგობარი და კოლეგა, ამაზე წამომყვა. ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა შედეგად ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ბაკურის ბევრი გამოსვლა მინახავს, მაგრამ იმ დღეს რაღაც განსაკუთრებული ერთობა იგრძნობოდა.”

ბაკურ ბურდული:

„როცა ირაკლი ლადოსთან პირველად მოვიდა, პირდაპირი მნიშვნელობით, კარი მე გავუღე. დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ერთად ვიყავით, ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობდით. ირაკლი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო – როგორც პიროვნულად, ისე მუსიკალურად. მიმაჩნია, რომ 80-იანი წლების ბოლოს „რეცეპტმა“ და 90-იანი წლების დასაწყისში ირაკლი ჩარკვიანის Swan Songs-მა ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ მუსიკალურ სივრცეზე. ძალიან გამიხარდა, რომ ქეთათომ ამ ინიციატივით მე მომმართა. თან ამ დროს კარგად დაემთხვა, რომ რეპეტიციები მქონდა და ბენდიც ფორმაში იყო. კონცერტი ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან თვითონ აუდიტორია იყო არაჩვეულებრივი.”

კონცერტზე ბაკურ ბურდულის გამოსვლა აერთიანებდა უკვე კარგად ცნობილ კომპოზიციებს, ასევე შედგა ახალი ნამუშევრის პრემიერა, ბოლოს კი მუსიკოსმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა შეასრულა. ისევე, როგორც ირაკლი ჩარკვიანს ჰყავს სხვადასხვა თაობის მსმენელი, მის კონცერტსაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ და სწორედ ამ მრავალფეროვანმა აუდიტორიამ შესძინა საღამოს განსაკუთრებული დინამიკა.

ქეთათო:

„კარგია, როცა განსხვავებულ ადამიანებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მოუსმინონ მუსიკას და ერთად გაატარონ დრო. დღეს ერთიანობა ძალიან გვაკლია და ეს საღამო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უკვე 20 წელია, ირაკლი ცოცხალი აღარ არის და ამ დროის განმავლობაში ბევრი მუსიკალური საღამო ჩატარებულა, თუმცა ეს კონცერტი მართლა განსაკუთრებული გამოვიდა. ბაკურის რეპერტუარზე მინდა ცალკე აღვნიშნო – როდესაც ის სცენაზე გამოჩნდა და წარადგინა მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით „ფეთქავს“, მაშინვე ჰიტი შექმნა. თუმცა არანაკლებ აღსანიშნავი და მუსიკალურად საინტერესოა მისი ახალი სიმღერები. სწორედ ეს ნამუშევრები მოისმინა კონცერტზე მოსულმა მსმენელმა. დღეს საავტორო მუსიკა რომ იქმნება და ამის პრეზენტაცია იმართება, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.”

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალურ მემკვიდრეობაზე საუბრისას ქეთათო აღნიშნავს, რომ „რეცეპტი“ და შემდეგ ირაკლი ჩარკვიანის Swan Songs იყო ის პროექტები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულენოვან თანამედროვე საავტორო მუსიკას. მისი თქმით, ეს იყო უნიკალური, ავთენტური, შინაარსობრივად და მუსიკალურად გააზრებული მდიდარი ნამუშევრები, რომლებმაც შემდეგ თაობები შთააგონა.

ბაკურ ბურდულის თქმით კი, ლადო ბურდულის და ირაკლი ჩარკვიანის პროექტებმა და შემოქმედებამ იმ პერიოდის დამწყებ მუსიკოსებს დიდი სტიმული მისცა:

„როცა ხელოვნებაში რაღაცას აკეთებ, სამაგალითო რამე ან ვინმე უნდა გყავდეს. ირაკლი და „რეცეპტი“ ჩემთვის სწორედ ეს მაგალითები იყვნენ. ამან გამოიწვია ის, რომ როგორც მუსიკოსი, ჩემი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი გავხდი. ლადო და ირაკლი თვითმყოფად მუსიკას ქმნიდნენ. როცა შენს მუსიკას უსმენენ და არავის არ გამსგავსებენ – როცა შენ შენ ხარ – ეს ყველაზე მაგარი რამ არის. „რეცეპტმა“ და ირაკლიმ მუსიკაში ახალი ეპოქა დაიწყეს, Swan Songs კი საერთოდ ახალ განზომილებაში გადავიდა. ის საზოგადოების ყველა ფენას ეხებოდა და ყველა უსმენდა. ის უკვე იყო პოპი – პოპს იმ გაგებით ვამბობ, რომ პოპულარულ მუსიკად იქცა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rüfüs Du Sol BOAZ KROON

RÜFÜS DU SOL-მა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ტურნეთი ისტორია შექმნა

შემდეგი სტატია

Kordz-მა თამრიკო კორძაიასთან ერთად ჩაწერილი ალბომიდან პირველი ტრეკი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი