RÜFÜS DU SOL-მა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ტურნეთი ისტორია შექმნა

ეს მიღწევა მათი მსოფლიო ტურნეს, Inhale / Exhale-ის რეკორდულ კონცერტების სერიას უკავშირდება.
Rüfüs Du Sol BOAZ KROON
Rüfüs Du Sol BOAZ KROON

Rüfüs Du Sol-მა ტურნეების ისტორიაში სახელი ოფიციალურად დაიმკვიდრა.

გრემის მფლობელი ავსტრალიური ტრიო, მსოფლიო ტურნეს Inhale / Exhale-ის წარმატებული, გლობალური კონცერტების სერიის შემდეგ, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ტურნეს შემსრულებელად იქცა.

ჯგუფს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად სიდნეიში Live Nation-ისა და Untitled Group-ის მიერ საიუბილეო დაფა გადაეცა.  ტურნემ 750 000 საკონცერტო ბილეთი გაყიდა და 2025 წელს ფესტივალებისა და სოლო შოუების ფარგლებში 1.5 მილიონ მსმენელს მიაღწია.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაწილი ჯგუფის ტურნეების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მომენტად იქცა.

პერთში, ადელაიდაში, მელბურნში, სიდნეიში, ბრიზბენში და ოკლენდში  180 000-ზე მეტი ბილეთი სრულად გაიყიდა. 

ტრიო ასევე გახდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიური ჯგუფი სიდნეის Qudos Bank Arena-ში და ისტორიული დასწრების ახალი რეკორდი 25 000 მსმენელით დაამყარა.

Inhale / Exhale-ის ეპოქა ბენდისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

მეხუთე სტუდიურმა ალბომმა 2026 წლის გრემის ნომინაცია საუკეთესო Dance/Electronic ალბომის კატეგორიაში მიიღო და 2025 წლის ოთხი ARIA Awards-ის ნომინაცია დაიმსახურა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში  პირველი პოზიციაზე მოხვდა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 50 სოლო კონცერტის შემდეგ, Rüfüs Du Sol კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, ტრიო ასრულებდა კონცერტებს ისეთ არენებსა და სცენებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, ლეგენდარულ ან მრავალჟანრულ შემსრულებლებს მასპინძლობს.

ტურნეს ფარგლებში ასევე იყო ისტორიული  მომენტებიც, მათ შორის, RÜFÜS DU SOL არის პირველი ელექტრონული შემსრულებელი, რომელიც ლოს-ანჯელესის Rose Bowl-ში სოლო კონცერტით წარდგა. ტრიო ასევე მონაწილეობდა დიდ ფესტივალებშიც, მათ შორის Lollapalooza-შიც. ჯგუფი ამჟამად ერთადერთ ელექტრონული მუსიკის შემსრულებელად ითვლება, რომელიც მსგავს მასშტაბზე გავიდა.

Rüfüs Du Sol 2026 წლის ტურნესთვის ემზადება. ბენდმა ახალი ევროპული არენა-კონცერტები დუბლინში, დიუსელდორფში და ბოლონიაში დაამატა. ტრიო წარდგება  ისეთ დიდ დარბაზებში, როგორებიცაა ლონდონის The O2, პარიზის Adidas Arena და ბარსელონას Palau Sant Jordi. სამხრეთ ამერიკის კონცერტები კი თებერვალში დაიწყება, რასაც ევროპული საგაზაფხულო ტურნე მოჰყვება.

ტურნეს შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: rufusdusol.com/live.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

შემდეგი სტატია

მეფის დღე 2025

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი