მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა, 2-23 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ უკვე ტრადიციულად კლასიკური მუსიკის საუკეთესო შემსრულებებს მასპინძლობს. ღონისძიებები 2-23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. 

ფესტივალი 1998 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გამორჩეული ქართველი პიანისტის, საქართველოს სახალხო არტისტის და მსოფლიო სამუსიკო საზოგადოების მიერ აღიარებული პროფესორის  – მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით დაფუძნდა და 2023 წლიდან მის სახელს ატარებს.

ფესტივალის მთავარი მიზანი ქვეყანაში საშემსრულებლო და სასცენო ხელოვნების განვითარება, საკონცერტო ცხოვრების გააქტიურება, ჯაზის, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ამ დარგში წარმატებით მოღვაწე შემსრულებლების წარმოჩენაა; ასევე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მუსიკოსების წარდგენა ქართველი აუდიტორიის წინაშე. 

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, გამორჩეული და აკადემიური, მაღალი რანგის მუსიკალური ღონისძიება არსებობის თითქმის 28 წლის მანძილზე ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მის მნიშვნელობას ნათლად წარმოაჩენს გამოჩენილი მუსიკოსების მონაწილეობა და მსოფლიო მუსიკალური სააგენტოების მუდმივი ინტერესი.

2025 წლის პროგრამა ექვს კონცერტს მოიცავს, სადაც მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სახელოვანი მუსიკოსები მიიღებენ. ღონისძიებები 2, 10, 15, 17, 20 და 23 დეკემბერს გაიმართება.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

2 დეკემბერი, სამშაბათი, 20:00 –   ჯაზის საღამო.

გონზალო რუბალკაბას ტრიო:  გონზალო რუბალკაბა, ფორტეპიანო.  რიკი როდრიგესი, ბასი – ერნესტო სიმფსონი, დასარტყამი.

10 დეკემბერი, ოთხშაბათი, 19:00 –  საორგანო მუსიკის საღამო.

რომან კრასნოვსკი, უკრაინა/ისრაელი.

15 დეკემბერი, ორშაბათი, 19:00 – ვოკალური მუსიკის საღამო.

„ესპანური რიტმები“ –  ქეთევან ქემოკლიძე, მეცო-სოპრანო, საქართველო; 

დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.

17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 19:00 – კამერული მუსიკის საღამო. 

მარიო ბრუნელო, ჩელო, იტალია,  გიორგი ვაჩნაძე, ფორტეპიანო, საქართველო/აშშ.

20 დეკემბერი, შაბათი, 19:00 – კამერული მუსიკის საღამო.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა“ ,   მარიო ბრუნელო, დირიჟორი, იტალია.

23 დეკემბერი, სამშაბათი, 19:00 –  საფორტეპიანო მუსიკის საღამო.

 კაცუნორი იშიი, იაპონია.

ფესტივალის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს კულტურის სამინისტრო,  ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, სილქ ჰოსფითალითი. მედია პარტნიორები კი: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო “ფორტუნა”, რადიო “პალიტრა”, ამბები.ჯი, “Billboard საქართველო”  და yolo.ge.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead performs at O2 arena in London, England on November 21, 2025. Alex Lake @twoshortdays

Radiohead-ის კონცერტმა ლონდონის O2 არენაზე Metallica-ს რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

Rüfüs Du Sol BOAZ KROON

RÜFÜS DU SOL-მა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ტურნეთი ისტორია შექმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი