რიანამ და A$AP Rocky-მ Gotham-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე სამი შვილის აღზრდასა და სადღესასწაულო გეგმებზე ისაუბრეს

ორ თვეზე ცოტა მეტია, რიანა და A$AP Rocky მესამე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა.
რიანა და A$AP Rocky 35-ე ყოველწლიურ Gotham Film Awards-ზე. 2025 წლის 1-ელი დეკემბერი.
JOHN NACION

1-ელ დეკემბერს რიანა და A$AP Rocky Gotham-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე ერთად გამოჩნდნენ. წყვილმა წითელ ხალიჩაზე მათ ურთიერთობასა და მზარდ ოჯახზე გულახდილად ისაუბრა. ორ თვეზე ცოტა მეტია, რიანა და A$AP Rocky მესამე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა. 

რიანამ Extra TV-ისთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს თავისი პარტნიორის სამსახიობო სფეროში მიღწეული წარმატებით. რეპერი დაჯილდოების ნომინანტთა შორის ფილმ Highest 2 Lowest-ში შესრულებული როლისთვის მოხვდა, თუმცა პრიზი საბოლოოდ Souleymane’s Story-ის მსახიობმა აბუ სანგარემ მიიღო.

„ყოველ ჯერზე, როცა მას ფილმში ვხედავ, გაოცებას ვერ ვმალავ. მიკვირს, რადგან არ ვიცოდი, თუ ეს ნიჭი მასში იყო, მაგრამ ის ასეთი დიდი ტალანტია,” – უთხრა რიანამ ჟურნალისტს.

რაც შეეხება მის სამ შვილს, მომღერალმა თქვა, რომ ისინი თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. სექტემბერში რიანას და A$AP Rocky-ს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც როკი დაარქვეს. წყვილის უფროსი ვაჟი RZA 3 წლისაა, ხოლო Riot Rose – 2 წლის. „ისინი სულ უფრო იზრდებიან და მათი გარეგნობა იცვლება,“ – თქვა რიანამ. 

წითელ ხალიჩაზე რიანამ Balenciaga-ს ვარდისფერი კაბა და ბუმბულიანი ქუდი მოირგო, როკი კი Chanel-ის კლასიკურ შავ კოსტუმსა და ზოლებიან ჰალსტუხში იყო გამოწყობილი. რეპერმა E! News-ს უთხრა, რომ მისი ცხოვრება პარტნიორთან და შვილებთან ერთად „ოცნებაა, რომელიც ახდა“.

„ყოველი დღე პაემანია… ეს შესანიშნავია. მოუთმენლად ველი თეთრ შობას თოვლით და მოხალული თხილით. შეშას ბუხარში – მსგავს რაღაცებს“.

რიანას და როკის ახალ წელს ნამდვილად ბევრი რამ აქვთ აღსანიშნი. გარდა იმისა, რომ როკის სამსახიობო პროექტები წარმატებული აღმოჩნდა, ის 2025 წლის მაისში Met Gala-ს თანაორგანიზატორიც იყო. რიანა კი „სმურფების“ ფილმში გამოჩნდა. Gotham Awards-ის დღეს რიანამ ასევე შეიტყო, რომ მისმა 2016 წლის ალბომმა – Anti-მ Billboard 200-ის ჩარტში 500 კვირა გაატარა.

„ღმერთს არ დავვიწყებივარ!“ – დაწერა მან X-ზე ამ რეკორდული შედეგის შესახებ, რომელიც შავკანიანი სოლო შემსრულებელი ქალის ალბომისთვის ჩარტში ყოფნის ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მექსიკის კონცერტზე დუა ლიპამ Besame Mucho შეასრულა

შემდეგი სტატია

Stranger Things: Season 5. Netflix

Stranger Things-ის მეხუთე სეზონში გაჟღერებულმა სიმღერებმა ABBA-ს, დაიანა როსის, ქეით ბუშის და სხვა შემსრულებლების სიმღერათა სტრიმინგი გაზარდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი