Stranger Things-ის მეხუთე სეზონში გაჟღერებულმა სიმღერებმა ABBA-ს, დაიანა როსის, ქეით ბუშის და სხვა შემსრულებლების სიმღერათა სტრიმინგი გაზარდეს

Billboard-ის კვირის „ტრენდული მიმოხილვა“ აჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა Netflix-ის სერიალის, Stranger Things-ის მეხუთე სეზონის შემდეგ სიმღერების პოპულარობა, რამდენიმე ჰიტი კი ასევე ვირუსულად გავრცელდა Tik Tok-ზეც.
Stranger Things: Season 5. Netflix
Stranger Things: Season 5. Netflix

ეს არის Billboard Pro-ს  საინფორმაციო მიმოხილვა, სადაც განვიხილავთ სიმღერებს, შემსრულებლებს, ტენდენციებს და მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. ზოგიერთი მათგანი არსაიდან ჩნდება, ზოგს კი გასავრცელებლად თვეები სჭირდება, თუმცა ყველა მათგანი, TikTok-ის ვიდეოს წყალობით, შესაძლოა, ერთ წამში გახდეს პოპულარული.

ამ კვირაში: 2020-იანი წლების ყველაზე დიდი შოუ სრული ძალებით დაბრუნდა და ახალი ბიძგი მისცა 70-80-იანი წლების კლასიკურ ჰიტებს. ამასთანავე, ცეკვის ახალი „ჩელენჯი” ლუიზიანელ რეპერს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აქცევს, ხოლო 2000-იანი წლების ალტერნატიულ ფოლკ დუეტს კი ხელახალ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 

Netflix-ის სერიალის Stranger Things-ის მეხუთე სეზონის საუნდტრეკებს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.

Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალმა Stranger Things-მა  მეხუთე და თავის ბოლო სეზონი პირველი ოთხი ეპიზოდით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, მასში გამოყენებულმა საუნდტრეკებმა მნიშვნელოვანად გაზარდეს სიმღერათა სტრიმინგის პროცენტულობა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ ეტაპზე დაიანა როსის ჰიტს, Upside Down-ს ხვდა წილად, რომელიც პირველი ეპიზოდის კოდურ რადიო-გადაცემაში ისმის,  მისი სტრიმინგი 373%-ით გაიზარდა  და კვირის პირველი ოთხი დღის განმავლობაში (28 ნოემბერი – 1 დეკემბერი) 953 000 ოფიციალური მოთხოვნის სტრიმი აქვს ჩარტებში.

სხვა სიმღერების სტრიმინგი, რომელთა მოსმენაც Stranger Things-ის წყალობით გაორმაგდა, არის ABBA-ს 70-იანი წლების პოპსიმღერა Fernando (206%-ით მეტი, 615 000 სტრიმინგი), ტიფანის I Think We’re Alone Now-ის ტომი ჯეიმსის პოპულარული ქავერ ვერსია –  (289%-ით მეტი, 1.3 მილიონი სტრიმინგი),  მაიკლ ჯექსონის 1972 წლის Rockin’ Robin-ის ვერსია,  (218%-ით მეტი, 187,000 სტრიმინგი) ხოლო The Chordettes-ის 1954 წლის პოპსიმღერა Mr. Sandman ( 173%-ით გაზრდილი მაჩვენებლით და 564 000 სტრიმინგით).

რა თქმა უნდა, Stranger Things-ის მთავარი სიმღერა კვლავ ბრუნდება: ქეით ბუშის Running Up That Hill (A Deal With God), რომელიც მე-5 სეზონის დასაწყისში რამდენჯერმე ჟღერდება. სიმღერა კვლავაც აქტუალური ხდება, მისი სტრიმინგი 110%-ით გაიზარდა და 2.7 მილიონ მოსმენას მიაღწია.

ჰელოუინამდე ცოტა ხნით ადრე Baton Rouge-ის რეპერმა H3adband-მა შესაბამისი სახელწოდების ლუიზიანური რეპის ჰიმნი, სახელწოდებით Boo გამოაქვეყნა. 29 ​​ოქტომბრისთვის TikTok-ის მომხმარებლის @josh.diggss-ის მიერ შექმნილმა საცეკვაო ტენდენციამ, რომელმაც წლების განმავლობაში რამდენიმე საცეკვაო გამოწვევა შექმნა, სიმღერას სტრიმინგში დიდი პოპულარობა მოუტანა.

H3adband –   Boo

TikTok-ზე მომხმარებლის @josh.diggss-ის პირველმა საცეკვაო კლიპმა სიმღერაზე Boo  (@zeromeech-თან ერთად) 350 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა და მას შემდეგ გამოწვევას შეუერთდნენ Savannah James, DaBaby და Dancing With the Stars-ის პროფესიონალი მოცეკვავე ვალენტინ ჩმერკოვსკი.  H3adband-ის ორიგინალური Boo-ს საუნდი ამჟამად 103 000-ზე მეტ ვიდეოში ჟღერს,  ხოლო სიმღერა 2 300-ზე მეტ პოსტშია წარმოდგენილი. 

Luminate-ის მონაცემებით, Boo-ს ოფიციალური მოთხოვნით სტრიმინგი აშშ-ში  ბოლო სამი კვირის განმავლობაში 1 882%-ით გაიზარდა. 7-13 ნოემბრის კვირაში სიმღერამ თითქმის 175 000 სტრიმი დააგროვა, რაც 260%-იანი ზრდაა წინა კვირასთან შედარებით. 14-20 ნოემბერს Boo-ს სტრიმინგები კიდევ 160%-ით გაიზარდა, ხოლო მომდევნო კვირაში  ტრეკმა 960 000 მოსმენა დააგროვა.

ასევე ვირუსულად გავრცელდა She & Him ის სიმღერა I Thought I Saw Your Face Today

ალტ-ფოლკ დუეტი She&Him ზოი დაშანელისა და აღიარებული სიმღერების შემსრულებელ0ავტორის M. Ward-ის კოლაბორაციაა, რომელიც 2000-იანებში, ჩარტებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა იმ პერიოდის კულტურულ სიმბოლოდ თავიანთი დახვეწილი ბალადებითა და პოპ კლასიკის გამარტივებული ქავერებით იქცნენ.  მიუხედავად იმისა, რომ მათ 2011 წელს სადღესასწაულო ალბომი A Very She & Him Christmas გამოუშვეს, წელს დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ახალი სიცოცხლე სწორედ არასადღესასწაულო კომპოზიციით მოიპოვეს.

I Thought I Saw Your Face Today – ფორტეპიანოზე შესრულებული ბალადაა, რომელიც  2008 წლის პირველ ალბომში Volume One-შია შესული და  TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. 

შედეგად, სიმღერა სტრიმინგ ჩარტებში მოწინავე ადგილებს იკავებს. Luminate-ის მიხედვით, 27 ნოემბრის  კვირის  განმავლობაში მას უკვე 2.5 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმი აქვს აშშ-ში. პირველ დეკემბერს Spotify-ის Daily Top Songs USA-ს ტოპ 100-შიც კი შევიდა. 

დუეტმა უკვე პირველი კარიერული ჩანაწერი Hot Rock and Alternative Songs-ში მოიპოვა, სადაც ეს კვირა მე-20-ე პოზიციით დაიწყო.

Neace Robinson-ის – I Wish That Heaven Had a Phone

გასულ თვეს (2 ნოემბერს) ლუიზიანელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ნის რობინსონმა TikTok-ზე ემოციური ვიდეო ატვირთა, რომელიც 2018 წლის სიმღერა I Wish That Heaven Had a Phone-ზეა შესრულებული. ვიდეო სწრაფად გავრცელდა პლატფორმაზე და უკვე 31.5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მისი აუდიო ვერსია 78 000-ზე მეტ ვიდეოშია გამოყენებული, ხოლო ოფიციალური მუსიკა  700-ზე მეტ  სხვადასხვა პოსტში ჟღერს.

Luminate-ის მონაცემებით, 14-20 ნოემბერს სიმღერამ აშშ-ში 18 800 სტრიმი მოაგროვა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 874%-იან ზრდას აჩვენებს. 21-27 ნოემბერის კვირაში კი სიმღერის მაჩვენებელი კიდევ 339%-ით გაიზარდა და 82 500-ზე მეტ სტრიმს მიაღწია.

სიმღერა Neace Robinson-ის კარიერის ყველაზე მრავალჯერ მოსმენილი ჩანაწერი გახდა და მომღერალმა თავისი პირველი მასშტაბური წარმატება სწორედ ამ  გოსპელით გაჯერებული კომპოზიციით მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ და A$AP Rocky-მ Gotham-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე სამი შვილის აღზრდასა და სადღესასწაულო გეგმებზე ისაუბრეს

შემდეგი სტატია

ნიკოლ შერზინგერი, ანდრეა ბოჩელი, Village People და რობი უილიამსი 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრაზე იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი