ნიკოლ შერზინგერი, ანდრეა ბოჩელი, Village People და რობი უილიამსი 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრაზე იმღერებენ

ისტორიაში პირველი 48-გუნდიანი წილისყრა პარასკევს, 5 დეკემბერს გაიმართება.
ნიკოლ შერზინგერი
GILBERT FLORES

2026 წლის „ფიფას” მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო ვარსკვლავურია. 5 დეკემბერს ტურნირის წილისყრას „ტონის” მფლობელი მსახიობი და მომღერალი ნიკოლ შერზინგერი, გრემიზე ნომინირებული ანდრეა ბოჩელი, სუპერვარსკვლავი რობი უილიამსი და დისკოს საკულტო ჯგუფი Village People გახსნიან. ღონისძიება ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გაიმართება. მისი წამყვანები კი ჰეიდი კლუმი, კევინ ჰარტი და დენი რამირეზი იქნებიან. 

წილისყრაზე გამოსვლა წარმატებული წლის დასასრული იქნება შერზინგერისთვის.  ზაფხულში მან „ტონის” ჯილდო მოიგო მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბროდვეის მიუზიკლში Sunset Boulevard.

 მსოფლიო ჩემპიონატის ღონისძიებები უცხო არ არის ანდრეა ბოჩელისთვის. სწორედ ის იყო 2010 წლის მსოფლიო თასის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული კონცერტის, Celebrate Africa-ს ჰედლაინერი. 

ოსკარზე ნომინირებული ბიოგრაფიული ფილმის, Better Man-ის წარმატების შემდეგ, უილიამსის წილისყრის კონცერტში მონაწილეობა რამდენიმე თვით უსწრებს წინ მისი მე-13 სტუდიური ალბომის, Britpop-ის გამოსვლას თებერვალში.

ხოლო რაც შეეხება Village People-ს, ისინი 2025-ს იმ ქალაქში დახურავენ, სადაც წელს უკვე რამდენიმე ღონისძიებაზე დაუკრეს, მათ შორის იყო პრეზიდენტ ტრამპის მეორე ინაუგურაცია. 

ვარსკვლავური შესრულებების გარდა, წილისყრა გამოავლენს ჯგუფური ეტაპის წყვილებს „ფიფას” პირველ 48-გუნდიან ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის 11 ივნისს აიღებს სტარტს და 19 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირს პირველად შეუერთდება სამი ქვეყანა: აშშ, როგორც მასპინძელი და კანადა და მექსიკა, როგორც თანამასპინძელი ქვეყნები. წილისყრის წამყვანი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რიო ფერდინანდი იქნება სპორტულ ჟურნალისტ სამანთა ჯონსთან ერთად.

ჯგუფური ეტაპის წყვილების გამოვლენაში მათ სპორტის რამდენიმე საკულტო ფიგურა დაეხმარება. ესენი არიან: NFL-ის ვარსკვლავი ტომ ბრედი, NBA-ის ლეგენდა შაკილ ო’ნილი, ჰოკეის ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი უეინ გრეტზკი და New York Yankees-ს მოთამაშე აარონ ჯაჯი. წითელი ხალიჩის წამყვანი კი ამერიკის კიდევ ერთი საფეხბურთო ვარსკვლავი, ორგზის Super Bowl-ის ჩემპიონი ელი მენინგი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Stranger Things: Season 5. Netflix

Stranger Things-ის მეხუთე სეზონში გაჟღერებულმა სიმღერებმა ABBA-ს, დაიანა როსის, ქეით ბუშის და სხვა შემსრულებლების სიმღერათა სტრიმინგი გაზარდეს

შემდეგი სტატია

Heima Production

Heima Production-ი The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი