ალექს უორენი Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელია

მისი წარმატებული წელი Billboard Hot 100-ის N1 ჰიტით, Ordinary-ით იყო გამორჩეული.
ალექს უორენი ჯეკ დიტრიხი
ალექს უორენი ჯეკ დიტრიხი

ალექს უორენი 2025 წელს Billboard-ის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ტიტულით ასრულებს. ამავე წელს 25 წლის მომღერალმა და კომპოზიტორმა Billboard Hot 100-ის ყოველკვირეული სიმღერების ჩარტში პირველად, სიმღერით Ordinary პირველი ადგილი დაიკავა. ჰიტი, რომელიც ათი კვირის განმავლობაში ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა, ალბომ  You’ll Be Alright, Kid-ში შედის. თავად ალბომი კი Billboard 200-ის ალბომების ჩარტში პირველად საუკეთესო ათეულში შევიდა და აგვისტოში მეხუთე ადგილი დაიკავა.  

გაეცანით Billboard-ის 2025 წლის ბოლო ჩარტებს

წლის ბოლოს საუკეთესო ახალი შემსრულებლების კატეგორიის გამარჯვებულთა შორის არიან: ჩაპელ როუნი (2024), ზაკ ბრაიანი (2023), Latto (2022), ოლივია როდრიგო (2021) და როდი რიჩი (2020).

2025 წლის ჩარტებში (რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა), Billboard Hot 100-ის ყოველკვირეულ ჩარტში უორენის ხუთი ჰიტი შევიდა. გარდა Ordinary-სა, სიაში მოხვდა სიმღერები: Burning Down, Bloodline (Jelly Roll-თან ერთად), On My Mind (ROSÉ-სთან ერთად) და Eternity.

წლის ბოლოს Billboard Hot 100-ის სიმღრების ჩარტში Ordinary მე-7 ადგილზეა.  Billboard 200-ის ალბომების ჩარტში კი You’ll Be Alright, Kid წლის განმავლობაში 26-ე ადგილით პოზიციონირებს.

Billboard-ის წლის ბოლო მუსიკალური შეჯამებები საერთო მაჩვენებლების მონაცემებს წარმოადგენს, სადაც  თითოეული არტისტის, სიმღერის, ლეიბლისა და მუსიკალური კონტრიბუტორის მონაცემებია  თავმოყრილი – 2024 წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. 

Luminate-ზე დაფუძნებული მონაცემები კვირის განმავლობაში ჩარტში მყოფი ალბომის ექვივალენტურ ერთეულებს, რადიოეთერს, გაყიდვებსა და სტრიმინგებს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ჩარტის მიღმა აქტივობა ამ რეიტინგებში არ შედის.

საუკეთესო ახალი არტისტების კატეგორია წლის საუკეთესო შემსრულებლებს აფასებს და ის Billboard 200-ისა და Billboard Hot 100-ის ჩარტებში აქტივობას, ასევე 2025 წლის მონიტორინგის პერიოდში Billboard Boxscore-ის (ტურნე) მონაცემებს ეფუძნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BIAFF 2025 იწყება – ნახეთ ფესტივალის პროგრამა 

შემდეგი სტატია

For a While – სალომე ესაძის და ერეკლე გუჯეჯიანის კომპოზიცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი