BIAFF 2025 იწყება – ნახეთ ფესტივალის პროგრამა 

წელს ფესტივალი 13-17 დეკემბერს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

13 დეკემბერს ბათუმის ყოველწლიური კინოფესტივალი BIAFF იხსნება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი საკონკურსო პროგრამისა და ჟიურის გარეშე ჩაივლის.  ორგანიზატორების თქმით, მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე BIAFF 2025-ის ჩატარება განსხვავებული ფორმატით გადაწყდა. წლევანდელი კვირეული მხოლოდ კინოჩვენებებს დაეთმობა და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე და სხვ.) გამორჩეული ფილმები ოცზე მეტი ქვეყნიდან. ჟიურის ნაცვლად კი ნამუშევრების შეფასება კინომოყვარულებს შეეძლებათ, რომლებიც აუდიტორიის ჯილდოს მფლობელს გამოავლენენ. ფესტივალი ტრადიციულ ფორმატს მომავალ, საიუბილეო წელს დაუბრუნდება. 

BIAFF 2025-ზე წარმოდგენილი იქნება 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც შემდეგ კატეგორიებში განაწილდება: კინოფესტივალების საუკეთესო ფილმების კოლექცია, დიდოსტატთა კოლექცია, ფოკუსი უკრაინა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქართული სექცია და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სექცია. ჯამში ფესტივალი 25 ჩვენებას უმასპინძლებს. 

დამატებითი ინფორმაციისა და კინოსეანსების განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ონისეს კონცერტი „არტერიაში”

შემდეგი სტატია

ალექს უორენი ჯეკ დიტრიხი

ალექს უორენი Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი