Lizzo-ს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო

Lizzo-ს თქმით, მოცეკვავეთა გათავისუფლების რეალური მიზეზი საიდუმლო ჩანაწერი გახდა და არა მათი წონის ცვლილება. მისი განმარტებით, პირადი საუბარი, რომელიც მის თანხმობის გარეშე ჩაიწერეს, მოგვიანებით სხვა ყოფილ თანამშრომელს გადაუგზავნეს.
ლიზო 2025 წლის Met Gala-ზე.
Dia Dipasupil/Getty Images

Lizzo სასამართლოში მოგებულ საქმეს აღნიშნავს: 2023 წელს სამი ყოფილი მოცეკვავის – არიანა დევისის, ნოელე როდრიგესისა და კრისტალ უილიამსის მიერ შეტანილ რეზონანსულ სარჩელში გაჟღერებული ე.წ. fat-shaming-ის, იგივე წონასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის ბრალდებები უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ უსაფუძვლოდ გამოაცხადა, ხოლო ბრალმდებლებმა სააპელაციო საჩივრის გაგრძელებაზეც თქვეს უარი.

Lizzo-მ 15 დეკემბერს, TikTok-სა და Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტექსტის სახით მისი განცხადებაა წარმოდგენილი – ის ეხმიანება ფაქტს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული „fat-shaming“-ის ბრალდებები ოფიციალურად გაბათილდა.

„ჩემ წინააღმდეგ წაყენებული სხეულის შერცხვენის ბრალდებები თავად მათ უარყვეს, ვინც ბრალს მდებდა. მათ სასამართლოში აღიარეს, რომ ამ ბრალდებებს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვინმე წონაში მომატების გამო სამსახურიდან გავათავისუფლე, რადგან ეს უბრალოდ არ მომხდარა. საბოლოოდ, სიმართლე გამოაშკარავდა.“

Lizzo-ს თქმით, მოცეკვავეთა გათავისუფლების რეალური მიზეზი საიდუმლო ჩანაწერი გახდა და არა მათი წონის ცვლილება. მისი განმარტებით, პირადი საუბარი, რომელიც მისი თანხმობის გარეშე ჩაიწერეს, მოგვიანებით სხვა ყოფილ თანამშრომელს გადაუგზავნეს.

2024 წლის თებერვალში მოსამართლე ეპსტეინმა დაადგინა, რომ „fat-shaming“-ის ბრალდებები შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ უფლებებს ეწინააღმდეგებოდა. საქმეში ასევე არსებობდა მტკიცებუკებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მოცეკვავეები პირადი შეხვედრის დროს ფარულად გაკეთებული ჩაწერის გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეებმა თავდაპირველად გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ნოემბერში მათ აპელაციაზე უარი განაცხადეს.

„არასდროს გამითავისუფლებია ვინმე წონის გამო. პირიქით – ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ვაძლიერებდი სხვადასხვა გარეგნობის მქონე ადამიანებს და ჩემს პლატფორმას მათთვის ვაზიარებდი,” – ამბობს Lizzo.

არტისტის განცხადებით, ეს ბრალდება მისთვის ემოცოურად უკიდურესად დამანგრეველი იყო. „პროცესს ჩემი იურისტები უძღვებოდნენ და ამ გამარჯვებისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. კომპრომისზე არ მივდივარ. თითოეულ ბრალდებას ბოლომდე შევებრძოლები, სანამ სიმართლე სრულად არ გამოაშკარავდება.“

მიუხედავად იმისა, რომ „fat-shaming“-ის ბრალდებები მოიხსნა, საქმე Lizzo-სა და მისი ფროდაქშენ-კომპანიის წინააღმდეგ კვლავ გაგრძელდება. სამი ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ არტისტი მათ სექსუალურად ავიწროვებდა და ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდა.

Lizzo-ს გუნდმა ბრალდება უარყო და მას გამოგონილი ისტორია უწოდა, თუმცა ლოს-ანჯელესის მოსამართლემ 2024 წლის დასაწყისში საქმის გაგრძელების ნებართვაზე თანხმობა განაცხადა.

დეკემბრის დასაწყისში ყოფილმა მოცეკვავეებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, სექსუალური შევიწროების საქმე სასამართლო განხილვამდე მისულიყო. 

„როგორც ორი წლის წინ, ახლაც, მოცეკვავეებმა ვერ დაასახელეს ერთი ადამიანიც კი, ვინც მათ უსაფუძვლო ბრალდებებს დაადასტურებდა,“ – განაცხადა არტისტის ადვოკატმა, მელისა გლასმა Billboard-თან 11 დეკემბერს გაზიარებულ კომენტარში. „ამის საპირისპიროდ, Lizzo-ს ტურნეზე მომუშავე თვრამეტმა მოწმემ ფიცით დამოწმებული ჩვენებები წარადგინა, რომლებიც დევისის, უილიამსისა და როდრიგესის განცხადებებს უარყოფს. ველით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.“

Lizzo-მ კატეგორიულად უარყო გახმაურებულ სარჩელში წარმოდგენილი სკანდალური ბრალდებები. „მე არ შევეგუები და ვერ დავუშვებ, რომ ადამიანებმა ჩემი გახსნილობა გამოიყენონ და ისეთად წარმომაჩინონ, როგორიც არ ვარ,“ – განაცხადა ვარსკვლავმა.

იხილეთ  Lizzo-ს განცხადება:  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

ტიმ ბარტონმა A$AP Rocky-ს დაანონსებული ალბომის – Don’t Be Dumb-ის ყდაზე იმუშავა

შემდეგი სტატია

რომელია დონა სამერის ავტორობით შექმნილი თქვენი საყვარელი სიმღერა?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი