ტიმ ბარტონმა A$AP Rocky-ს დაანონსებული ალბომის – Don’t Be Dumb-ის ყდაზე იმუშავა

სწორედ ამ ალბომის ყდის გამოქვეყნებით, A$AP Rocky თითქმის რვაწლიან პაუზას ასრულებს და ოფიციალურად აანონსებს Don’t Be Dumb-ის გამოსვლას – ალბომის, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ნამუშევარი იქნება.
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky მომდევნო სტუდიურ ალბომში ტიმ ბარტონისეულ ესთეტიკას უხმობს. ნამუშევარს ფანები უკვე დიდი ხანია ელიან. ახლა უკვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი პროექტის ვიზუალურ მხარეზე ტიმ ბარტონმა იმუშავა.

ლეგენდარულმა რეჟისორმა ალბომის გარეკანი შექმნა. როკი ასევე მიანიშნებს „ფილმზე“, რაც, სავარაუდოა, რომ რელიზთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას გულისხმობს.

სწორედ ამ ალბომის ყდის გამოქვეყნებით, A$AP Rocky თითქმის რვაწლიან პაუზას ასრულებს და ოფიციალურად აანონსებს Don’t Be Dumb-ის გამოსვლას – ალბომის, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ნამუშევარი იქნება.

რეპერმა ალბომის გამოსვლაზე არაერთხელ მიანიშნა, მათ შორის გასულ თვეს, Camp Flog Gnaw-ზე გამოსვლის დროსაც. სცენაზე მას ეცვა ჰუდი, მარჯვენა სახელოზე ამოტვიფრული რიცხვებით.

ეს რიცხვები – „01162026“ – ბევრისთვის ალბომის გამოსვლის თარიღზე – 2026 წლის 16 იანვარზე მიანიშნებდა. თუმცა, შესაძლოა, ასე არც იყოს: ეს თარიღი ასევე ემთხვევა National Nothing Day-ს. ამას ემატება თავად როკის ერთ-ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც ალბომი არა 2026 წელს, არამედ მიმდინარე წელს უნდა გამოვიდეს.

„დენი ელფმანმა ჩემთან ერთად იმუშავა ალბომზე, რომელსაც წელს ვუშვებ. მას ალბომის ბევრი ტრეკის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის,” –  თქვა როკიმ Variety-ისთან საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ ელფმანი ბარტონის არაერთი ფილმის მუსიკის ავტორიცაა. გავრცელებული ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კომპოზიციაში, მათ შორის ერთ-ერთი The Alchemist-ის პროდიუსერობით არის შექმნილი.

ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში Billboard-ის ნომრის ყდის ფარგლებში გამოქვეყნებულ სტატიაში როკიმ აღნიშნა, რომ ოსკარზე ნომინირებული რეჟისორისთვის ალბომის ყდის დიზაინის მინდობა ჰქონდა განზრახული, თუმცა მაშინ მათი გრაფიკები ერთმანეთს ვერ დაემთხვა.

„ტიმ ბარტონს ალბომი მოვასმენინე და ძალიან მოეწონა,“ – აღნიშნა A$AP Rocky-მ. „რიტმს აყვა და მითხრა: არც ვიცოდი, ასეთი მუსიკის შექმნა თუ შეგეძლო!” 

A$AP Rocky-ს ბოლო ალბომი, სახელწოდებით TESTING 2018 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტის მეოთხე ადგილი დაიკავა. ჰარლემელი არტისტის ალბომები საერთო ჩარტის ლიდერი ორჯერ გახდა: 2013 წელს, ალბომით – Long.Live.A$AP და 2015 წელს, ალბომით – AT.LONG.LAST.A$AP.

Don’t Be Dumb თავდაპირველი ინფორმაციით 2024 წლის 30 აგვისტოსთვის უნდა გამოცემულიყო, თუმცა გამოშვების თარიღი არაერთხელ გადადიდო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rolling Stones 2026 წლის დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ტურნეს აუქმებს

შემდეგი სტატია

Lizzo-ს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი