Rolling Stones 2026 წლის დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ტურნეს აუქმებს

ვეტერან ბენდს ტურნე ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია.
Rolling Stones
KEVIN MAZUR/GI

როგორც ცნობილია, Rolling Stones-მა 2026 წელს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში დაგეგმილი ტურნე, რომლის თარიღებიც ოფიციალურად არასდროს გამოცხადებულა, გააუქმა. ინფორმაციას, ბენდთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Variety ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გიტარისტი კით რიჩარდსი, რომელსაც 18 დეკემბერს 82 წელი უსრულდება, ტურნეში გამგზავრებას ვეღარ შეძლებს. 

ცნობები, როგორც ჩანს, უკავშირდება ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ში დაბეჭდილ ინფორმაციას, სადაც ბენდის პიანისტი ჩაკ ლიველი ამბობდა, რომ 2024 წლის ჩირდილოამერიკული ტურნეს შემდეგ Rolling Stones კონცერტების პირველ გასვლით სერიას გეგმავდა მას შემდეგ, რაც იძულებული გახდნენ, გაეუქმებინათ 2025 წლის ზაფხულის დიდი ბრიტანეთის ტურნე, რომელიც ასევე არ ყოფილა ოფიციალურად დადასტურებული. 

ლიველი ამბობდა, რომ 82 წლის მიკ ჯაგერი და 81 წლის რიჩარდსი შეჩერებას არ აპირებდნენ. „მათ ჯერ კიდევ არ სურთ როკ-ენ-როლის ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება.”

ცნობებში The Variety ასევე უთითებს Sun-ის კიდევ ერთ სტატიას, სადაც ანონიმური მუსიკის კრიტიკოსი წერს, რომ რიჩარდსს ბენდის წევრებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ არ იყო აღფრთოვანებული დიდ სტადიონებზე გამოსვლის იდეით და არ ფიქრობდა, რომ ამას კვლავ შეძლებდა.

„ბილბორდი” კომენტარისთვის Rolling Stones-ს დაუკავშირდა, თუმცა ბენდის წარმომადგენელი მიმართვას აქამდე არ გამოხმაურებია. სოციალურ მედიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ჯაგერსა და რიჩარდსს. 

სექტემბერში Hackney Diamonds-ის პროდიუსერმა ენდრიუ უოტმა გამოცემა Rolling Stone-ს უთხრა, რომ ის ბენდის გრემის მფლობელი 24-ე ალბომის გაგრძელებაზე მუშაობდა და ამ პროცესს აღწერდა, როგორც „მუშაობას ბეტმენისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნი რეჟისორ რობ რეინერის გარდაცვალებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

ტიმ ბარტონმა A$AP Rocky-ს დაანონსებული ალბომის – Don’t Be Dumb-ის ყდაზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი