მარიო ბრუნელოს კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

ღონისძიება მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალის, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში გაიმართება.

20 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიელი ვიოლონჩელისტის, მარიო ბრუნელოს კონცერტი გაიმართება. ღონისძიება მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალის, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში შედგება, რომელიც წელს 27-ე სეზონს მასპინძლობს. 

კონცერტზე შესრულდება ფრანც შუბერტისა და მე-20 საუკუნის პოლონელი კომპოზიტორის, მიჩესლავ ვაინბერგის ნაწარმოებები. ბრუნელო აგრეთვე დირიჟორობას გაუწევს თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს – „საქართველოს სინფონიეტას”.

დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

მარიო ბრუნელო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტი –  სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორია. სწორედ ის მიიჩნევა ჩელო პიკოლოს პიონერად. ბრუნელო არის პირველი ევროპელი, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა (1986 წელს).  სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ანტონიო პაპანო, მიონგ-ვუნ ჩუნგი, იური ტემირკანოვი, ზუბინ მეტა, ტონ კუპმანი, მანფრედ ჰონეკი, რიკარდო მუტი, დანიელე გატი, სეიჯი ოძავა, რიკარდო ჩაილი და კლაუდიო აბადო. ის მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, როგორებიცაა: ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, ლივერპულის ფილარმონიული ორკესტრი, ფილადელფიის ორკესტრი, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი, ტოკიოს NHK სიმფონიური ორკესტრი და სხვ. 

ბრუნელო უკრავს მე-17 საუკუნის დასაწყისში დამზადებულ ისტორიულ ინსტრუმენტზე Maggini, რომელსაც ბოლო წლებში ოთხსიმიანი პიკოლო ჩელოც შემატა. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა ბაროკოს ეპოქაში, განსაკუთრებით კი, იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში. ბრუნელოს ინსტრუმენტი შექმნილია ამატის მოდელის შთაგონებით, რომლის ორიგინალიც კრემონაში ინახება. მუსიკოსის ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს. 

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს მოიცავს. 2012 წელს ორკესტრმა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს მან დააფუძნა ყოველწლიური „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა, „საქართველოს სინფონიეტა“ ასევე უკრავს სხვადასხვა ქვეყნის მთავარ საკონცერტო სივრცეებში. ორკესტრი სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან – სოლისტებთან, დირიჟორებსა და ანსამბლებთან.  „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები სხვადასხვა დროს გადაიცემოდა ტელეარხებზე: Mezzo, ARTE და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რომელია დონა სამერის ავტორობით შექმნილი თქვენი საყვარელი სიმღერა?

შემდეგი სტატია

სტივი უანდერი ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი