A$AP Rocky-მ ახალი ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოშვების თარიღი დაასახელა

რეპერმა ნამუშევარს „შედევრი“ უწოდა.
ASAP Rocky მილანის მოდის კვირეულზე
Jacopo Raule/GC Images

როგორც ჩანს, მრავალწლიანი მოლოდინი დასრულდა. 19 დეკემბერს A$AP Rocky-მ თაყვანისმცემლებს წინასაშობაო საჩუქარი გაუკეთა და მსმენელებს აუწყა, რომ მისი არაერთხელ გადადებული ალბომი – Don’t Be Dumb – 16 იანვარს გამოვა.

არტისტმა Instagram-ზე ალბომის გარეკანი გამოაქვეყნა, რომლის შექმნაშიც ტიმ ბარტონი იყო ჩართული. თავად რეპერი ამ ნამუშევარს „შედევრად“ მოიხსენიებს.

„2026 წლის 16 იანვარი – Don’t Be Dumb ხელმისაწვდომი იქნება ვინილებზე, CD-ზე, კასეტებსა და ციფრულ პლატფორმებზე. მადლობა ყველა ხელოვანს და მუსიკოსს, ვინც ამ შედევრის შექმნაში დამეხმარა“, – დაწერა Rocky-მ.

არტისტმა ბოლო ნამუშევარი – TESTING 2018 წელს გამოსცა. ამ რელიზიდან 7  წელზე მეტი გავიდა, თუმცა ფანები შემსრულებლისგან 2026 წლის ახალი ალბომით დაწყებას მაინც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. „დაბრუნდი, თითქოს არც წასულხარ“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. 

ჯერჯერობით უცნობია, გარეკანზე მუშაობის გარდა კიდევ რა წვლილი მიუძღვის ალბომის შექმნაში ტიმ ბარტონს, თუმცა გასულ წელს Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Rocky-მ აღნიშნა, რომ მან თავისი მუსიკა ცნობილ რეჟისორს მოასმენინა.

„ტიმ ბარტონთან ერთად ვიჯექი და ალბომი ჩავურთე. მას ძალიან მოეწონა, თავს აყოლებდა მუსიკას და გაოცებული ამბობდა: არ ვიცოდი, თუ ასეთ მუსიკას ქმნიდი!“ – გაიხსენა რეპერმა.

ალბომის გამოშვების თარიღად 26 იანვარი მსმენელებმა ჯერ კიდევ ნოემბერში ივარაუდეს. ეს თეორია Camp Flog Gnaw ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ გავრცელდა, როდესაც Rocky-ს ჰუდის სახელოზე ციფრები – „01162026“ ეწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტიმოთე შალამე და EsDeeKid ერთობლივ ვიდეოკლიპში გამოჩნდნენ

შემდეგი სტატია

კანიე უესტი Vultures 1-ის კონცერტზე Rolling Loud 2024-ის ფარგლებში, ჰოლივუდ პარკ გრაუნდში, 2024 წლის 14 მარტი, კალიფორნია. სკოტ დადელსონი/Getty Images

კანიე უესტი იტალიაში კონცერტს აანონსებს, 2014 წლის შემდეგ ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება ევროპაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი