ტიმოთე შალამე და EsDeeKid ერთობლივ ვიდეოკლიპში გამოჩნდნენ

იხილეთ მუსიკალური ვიდეო, რომლის მეშვეობითაც ტიმოთე შალამესა და EsDeeKid-ის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები საბოლოოდ გაქარწყლდა.
ტიმოთი შალამე Marty Supreme-ს პრემიერაზე ნიუ-იორკში. 2025 წლის 16 დეკემბერი.
JOHN NACION

ინტერნეტში გავრცელებული კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ტიმოთე შალამე სინამდვილეში ანონომურ ბრიტანელ რეპერად ცნობილი EsDeeKid იყო, საბოლოოდ გაქარწყლდა. 19 დეკემბერს, შალამე თავის „რეპ-ორეულთან“ ერთად მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა და EsDeeKid-ის ტრეკის, „4 Raws“-ის რემიქსში მიიღო მონაწილეობა.

შალამესა და EsDeeKid-ის ერთობლივ კლიპში დუეტი ჯერ სამზარეულოში ჩნდება, შემდეგ კი Rolls-Royce Wraith-ის უკანა სავარძელზე რეპავს.

„მე ტიმოთე შალამე ვარ, ასი მილიონის დაგროვებას ვცდილობ, ჩემს გოგოს კი მილიარდი აქვს” – ასე ჟღერს ტექსტი, რომელშიც შალამე კაილი ჯენერს ახსენებს. 

ტიმოთი შალამე პარალელურად მომავალი ფილმის, Marty Supreme-ის აქტიურ სარეკლამო კამპანიაშია ჩართული. სარეკლამო ტურნეს ფარგლებში მან მთელი მსოფლიო მოიარა. ეს აქტივობები ჰოლივუდის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური კამპანია აღმოჩნდა. სამსახიობო კარიერას შალამე 4 Raws-ის რემიქსშიც ეხება.  

რეპი ტიმოთე შალამესთვის უცხო სულაც არ არის – ის ჰიპ-ჰოპის დიდი თაყვანისმცემელია და ბავშვობაში ფსევდონიმით, Lil Timmy Tim-ით რეპავდა კიდევაც. 

ცოტა ხნის წინ შალამეს ინტერვიუს დროს  EsDeeKid-თან კავშირზე ჰკითხეს, რასაც მან ასე უპასუხა: „ყველაფერი თავის დროზე გაირკვევა“. ეს განცხადება მან დეკემბრის დასაწყისში, ბრიტანული Heart Radio-ს ეთერში გააკეთა. ინტერვიუს ეს ფრაგმენტი ინტერნეტში მალევე ვირუსულად გავრცელდა. 

თავის მხრივ, EsDeeKid-ისათვის ეს კონსპირაცია და მასთან დაკავშირებული ხმები სასარგებლო აღმოჩნდა. არტისტის ალბომის – Rebel-ის მოსმენების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ნოემბერში ჩანაწერმა Billboard 200-ის ჩარტში 131-ე ადგილიც დაიკავა.

ნახეთ 4 Raws-ის რემიქსის ვიდეო ტიმოთე შალამეს და EsDeeKid-ის შესრულებით: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პრისცილა პრესლი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ ახალი ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოშვების თარიღი დაასახელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი