კანიე უესტი იტალიაში კონცერტს აანონსებს, 2014 წლის შემდეგ ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება ევროპაში

კონცერტი რეჯო-ემილიაში, RCF Arena-ზე გაიმართება, რომელიც 103 000 მაყურებელს იტევს. ორგანიზატორების თქმით, ეს კანიე უესტის კარიერაში ყველაზე მასშტაბური შოუ იქნება.
კანიე უესტი Vultures 1-ის კონცერტზე Rolling Loud 2024-ის ფარგლებში, ჰოლივუდ პარკ გრაუნდში, 2024 წლის 14 მარტი, კალიფორნია. სკოტ დადელსონი/Getty Images
კანიე უესტი Vultures 1-ის კონცერტზე Rolling Loud 2024-ის ფარგლებში, ჰოლივუდ პარკ გრაუნდში, 2024 წლის 14 მარტი, კალიფორნია. სკოტ დადელსონი/Getty Images

2026 წლის 18 ივლისს იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში, RCF Arena-ზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ღია ცის ქვეშ მდებარე სივრცეა, 2014 წლის შემდეგ კანიე უესტის პირველი ევროპული კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს კანიე უესტის კარიერაში ყველაზე მასშტაბური შოუ იქნება.

RCF Arena-ს 103 000 მაყურებლის მიღება შეუძლია. ბილეთების წინასწარი გაყიდვა 22 დეკემბერს Ticketmaster-ზე დაიწყება.

კანიე უესტი იტალიაში Hellwatt Festival-ის მთავარი არტისტი იქნება. ფესტივალი RCF Arena-ზე 4-დან 18 ივლისამდე, შაბათ-კვირის განმავლობაში გაიმართება, მისი ოფიციალური წარდგენა კი 2026 წლის დასაწყისში მოხდება. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება შთამბეჭდავი სცენით, რომელიც რეჯო-ემილიას მსოფლიო მუსიკალური მოვლენების რუკაზე წამყვან ცენტრად აქცევს.

კანიე უესტის იტალიაში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია თითქმის ორი წლის შემდეგ გავრცელდა. მას მერე, რაც მისი და Ty Dolla $ign-ის ერთობლივი ალბომის, Vultures ლაივ-პრეზენტაცია იტალიაში უნდა გამართულიყო, თუმცა ალბომის მხარდასაჭერი კონცერტის გეგმები ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ კონცერტი არ შედგა. ღონისძიება მხოლოდ ე.წ. Listening Party-ებით შემოიფარგლა, რომელიც 2024 წლის თებერვალში მილანში, Unipol Forum-სა და ბოლონიაში, Unipol Arena-ზე გაიმართა.

RCF Arena-ზე  Hellwatt Festival-ის ოფიციალური პარტნიორი   Zamna Festival იქნება –  ეს არის პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მექსიკის ქალაქ ტულუმში დაარსდა და გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ მთავარ ცნობილ პლატფორმად არის აღიარებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-მ ახალი ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოშვების თარიღი დაასახელა

შემდეგი სტატია

მარცხნიდან მარჯვნივ: რიკ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი - 1973 წელი. მაიკლ ოჩსის არქივი/Getty Images

Pink Floyd-ის Wish You Were Here დიდ ბრიტანეთში 2025 წლის საშობაო N1 ალბომი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი