ქეთი მელუამ ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ საშობაო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„მადლობა უელსის პრინცესას მოწვევისთვის, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.“ – წერს ქეთი მელუა სოციალურ მედიაში.
ქეთი მელუა - ფოტო: Matt Crossick, PA Media
ქეთი მელუა – ფოტო: Matt Crossick, PA Media

ბრიტანეთში მცხოვრებმა ცნობილმა მომღერალმა ქეთი მელუამ ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ საშობაო ცერემონიაში, Together at Christmas’ Carol Service-ში მიიღო მონაწილეობა. არტისტმა პირველად შეასრულა ლეგენდარული სიმღერა White Christmas, რომელიც  სპეციალურად ამ საღამოსთვის ახალი არანჟირებით შეიქმნა.

„უდიდესი პატივი იყო ვესტმინსტერის სააბატოში, უელსის პრინცესის მიერ ორგანიზებულ Together at Christmas-ის საშობაო ცერემონიაში მონაწილეობა და სიმღერის შესრულება. ღონისძიების სრული ვერსია შობის ღამეს, 24 დეკემბერს, 19:25 საათზე ITV-ის ეთერში გავა.

ეს იყო ჩემი პირველი შესრულება სიმღერის White Christmas. დიდი მადლობა საიმონ ჰაუს ამ ბრწყინვალე, ახალი არანჟირებისთვის.

მადლობა უელსის პრინცესას მოწვევისთვის, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.“ – წერს ქეთი მელუა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უელსის პრინცესის პატრონაჟით გაიმართა. 

ცნობისთვის, ლეგენდარული საშობაო ჰიტი White Christmas ამერიკელმა კომპოზიტორმა და სიმღერების ავტორმა ირვინგ ბერლინმა 1942 წელს მუსიკალური ფილმისთვის Holiday Inn დაწერა. სიმღერამ მალევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ოსკარის მე-15 დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

White Christmas პირველად ბინგ კროსბიმ შეასრულა, მისეული ვერსია Billboard-ის ჩარტის ლიდერი 11 კვირის განმავლობაში იყო. ის დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად შეერთებულ შტატებში. ბოლო მონაცემებით, სიმღერის დაახლოებით 10-12 მილიონი ფიზიკური ასლია რეალიზებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი